Skip to main content

32-ე კვირა: მოლოდინები



მე და ჩემი პატარა კოკროჭინა ვიზრდებით და ვიზრდებით:)
 
იმ დღეს გავიგე, რომ ჩემი ორი დაქალიც ფეხმძიმეთაა, თუმცა ჯერ ძალიან პატარები არიან. მათ, რომ ველაპარაკებოდი ჩემი თავი გამახსენდა ორსულობის დასაწყისში.
დღეს ვერც კი გამიაზრებია, რომ უკვე სულ ბოლოში ვარ, უკვე თითქმის მთელმა რვა თვემ განვლო, რაც ჩემი პატარა ანგელოზი ჩემს სხეულში იმყოფება. 

ბოლო პოსტი 25-ე კვირას მაქვს დაწერილი, ახლა 32-ე კვირაა. დრო ძალიან ჩქარა გარბის. აღარც კი მახსოვს როდის ვიყავი ორი თვის, სამი თვის და ექვსი თვისაც კი.

თავიდან ცელქობა, რომ დაიწყო მხოლოდ მე ვგრძნობდი, ცოტა მოგვიანებით ტატოც გრძნობდა. დედაჩემი ყოველდღე ადებდა ხელს მუცელს, მაგრამ ჩვენი პატარა კოკროჭინა მაინცდამიანც მაშინ ჩერდებოდა:) ამაზე დედაჩემი გიჟდებოდა ხოლმე. ახლა ისეთი დიდია უკვე, რომ გუშინ დედას თითქოს ეთამაშა კიდეც. დედა ხელით მიუკაკუნებდა, ის კიდე იქიდან მოარტყამდა:) ბევრი ვიხალისეთ.

დე, მალე მეც უნდა გავხდე დედა. რა საოცარია არა?! ჯერ ვერც გამიაზრებია ბოლომდე, რომ სულ რაღაც 8-9 კვირაში მეც მეყოლება შვილი, რომელიც მერე დედას დამიძახებს:)

რამდენიმე დღის წინ სიცივით შეწუხებულმა ჩემმა თანამშრომელმა თქვა, ნეტა ახლა იყოს თებერვალიო. მაშინვე გამახსენდა, რომ თებერვალში მისი პირველი დაბადების დღე იქნება. ჩემი აზრები სულ პატარა გოჭს დატრიალებს თავს.

ზამთარი დიდად არც მე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მეც ზამთარში ვარ დაბადებული. ახალციხეში ზამთარი თითქოს დაუსრულებლად იწელება ხოლმე, გაზაფხულზეც კი არ თმობს ძალებს.

წლევანდელი ზამთარი სულ სხვანაირია, შეიძლება ეს მხოლოდ მე მეჩვენება, მაგრამ წელს უფრო მზიანი და თითქოს უფრო თბილი ზამთარი გვაქვს, ვიდრე სხვა წლებში იყო. როცა მახსენდება, რომ ჩემი სუნსულა გოგონა თებერვალში უნდა მოევლინოს ქვეყნიერებას, უფრო და უფრო მეტად მიყვარდება წელიწადის ეს დრო. 

ხანდახან მგონია, რომ ისეთ ყურადღებას ვერ ვუთმობ, როგორიც საჭიროა. სამსახურის გამო ბევრს ვერ ელაპარაკები, სიმღერებს ვერ ვუმღერი. სახლში რომ მივდივარ, უკვე გვიანია და მეც ისეთი დაღლილი ვარ, რომ ეგრევე მეძინება. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩემს პატარა ანგელოზს ესმის ჩემი მდგომარეობა და არ წყინს.

უკვე მოუთმენლად გელოდებით:)

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)