Skip to main content

მაპატიე დე


მას შემდეგ, რაც ნინიკო დაიბადა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყველაფერმა აზრი დაკარგა, გარდა ერთისა - ჩემი შვილის. ყველა ფიქრი, ფიქრის ნაგლეჯიც კი მასთან არის დაკავშირებული, ყველა აზრი მის გარშემო ტრიალებს, ყველაფერში მისი სახე, პატარა თათუნები, თვალები ისახება, ყველგან მისი სურნელი ტრიალებს. ეს გრძნობა, ალბათ, შენთვისაც ნაცნობია. შენც ხომ დედა ხარ, ჩვენი დედა.

ნინის დაბადებამ დედა-შვილობაზე დამაფიქრა. რთული და იმავე დროს ყველაზე ტკბილი ყოფილა დედობა. ჩემმა დედობამ მე და შენი დედაშვილობა გამახსენა. მე, ახლა ერთდროულად შვილც ვარ და დედაც, და ცხოვრებას ორი განსხვავებული გადმოსახედიდან დავუწყე ყურება.

ამ ბოლო დროს, მომავალზე უფრო ხშირად დავიწყე ფიქრი, მომავალზე, რომელიც სავსეა ნინით, ჩვენი მომავალი ურთიერთობით. მინდა ჩემი თავი მთლიანად მას მივუძღვნა ყველანაირი საპასუხო რეაქციის მოლოდინის გარეშე. ალბათ, ეს არის დედობის მთელი არსი, როცა ხვდები, რომ ამ ქვეყანაზე შვილების გარდა ყველაფერი უაზრობაა.

სწორედ ამ განცდებმა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა.

დღითი-დღე უფრო ძლიერად ვიაზრებ, სინამდვილეში რას წარმოვადგენთ მე და თაკო შენთვის და რამოდენა სიყვარულის, იმედების, სითბოსა და სიკეთის მატარებლები ვართ. ეს ყველაფერი კი შენ მოგვეცი დე.

როგორც შვილი ვგრძნობ, თითოეულ შეცდომას, რაც შენ წინაშე დამიშვია. ამიტომ, ახლა, როცა მეც დედა ვარ, მინდა პატიება გთხოვო.

მაპატიე ყველაფერი, რაც კი შენთვის ოდესმე მიწყენინებია, თითოეული ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა, თითოეული ცივი გამოხედვა, თითოეული გაბრაზებული ფიქრი, რაც კი შენზე გამივლია აქამდე, მაპატიე თითოეული იმდეგაცრუება, რაც კი გიგრძვნია ჩემი საქციელის გამო, ჩემი უმადურობა,  სიუხეშე...



გთხოვ, მაპატიე თითოეული ტკივილი, რაც კი შენთვის მომიყენებია.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)