Skip to main content

ვინ უფრო ძლიერია?

რამდენიმე დღის წინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა: „რთულ სიტუაციებში ადამიანის სიძლიერე და სისუსტე სიჩუმით გამოიხატებაო. ის, ვინც ჩუმდება ძლიერია, ვინც ბევრს ლაპარაკობს, სუსტიო.“ დავფიქრდი. მართალი გითხრა დღემდე ვერ მომიფიქრებია კომენტარი ამ სიტყვებისთვის.

ვინ არის ძლიერი? ვინ არის სუსტი? განა ყველა სუსტები არ ვართ?! ხანდახან ვინმეს წინაშე თავი ძლიერებად, რომ მოგვაქვს განა ეს მართლა სიძლიერეა?!

დედაჩემისგან სულ მესმის, რომ ჩემთვის ყველაფერი ადვილია, რადგან მე ,,ყურს იქით გატარება“ შემიძლია :) ერთხელ სტატიაც კი მომიძღვნა, გაბრაზებულმა, სოციალურ ქსელში. მე კიდევ არც კი ვცდილობ გავუქარწყლო ეს შეხედულება. განა ეს ჩემს სიძლიერედ ითვლება?

არავინ არ ფიქრობს, რომ ესეთი „ყურს იქით გატარებები“ ძლიერად თავის მოჩვენების საუკეთესო საშუალებაა. გარწმუნებ დედა არ ვარ ისეთი „სულერთია“, როგორადაც თავს გაჩვენებთ. უბრალოდ იქ სადაც, ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს სიტყვებს, გაჩუმებას ვარჩევ ხოლმე. ყველას თავისი სიმართლე ხომ აქვს! არ იფიქრო, რომ თავი ყველაფერში მართალი მგონია. პირიქით, მუდმივა წინააღმდგობებში ვარ და ეს შენც ძალიან კარგად იცი, ჩემს გარეშე :)

თავის მოჩვენება...მსახიობობა...სიჩუმე მაშინ, როცა გინდა, რომ ხმამაღლა იყვირო მთელს სამყაროზე, რომ წინააღმდეგი ხარ, რომ ისე არ არის, როგორც ირგვლივ მყოფებს ჰგონიათ, რომ გული გტკივა, რომ... განა ეს სიძლიერეა?

ერთი სიმღერაა, აღარ მახსოვს რა ჰქვია. ამ სიმღერის კლიპში სახეზე ყველას ნიღაბი აქვს აფარებული. სინამდვილეს შეესაბამება, არა? ზოგს ძლიერის ნიღაბი აქვს აფარებული, ზოგი არჩევს, რომ თავისი ემოციები, გრძნობები და შეხედულებები არ დაფაროს, ილაპარაკოს, იცინოს და იტიროს, როცა ჩათვლის საჭიროდ, შეეწინააღმდეგოს თუ თავის სიმართლე მიაჩნია აბსოლუტურად.

ამიტომ ახლა მე ვსვავ კითხვას: ვინ უფრო ძლიერია, ჩემო მეგობარო? ის ვინც ლაპარაკობს თუ ის ვინც ჩუმად არის?

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)