Skip to main content

პლასტილინებით გამოძერწილი მზე

ფეხმძიმედ, რომ ვიყავი ძალიან ბევრს ვწერდი ჩემი განცდების შესახებ. იმაზე დიდი სასწაული არაფერია როცა იცი, რომ შენს სხეულში პაწაწკინტელა მეორე სხეული ბუდობს, რომელსაც თავისი სახლი აქვს იქ მოწყობილი. ჯერ სულ პატარაა, არც ერთი ორგანო და ნაწილი არ აქვს გამოყოფილი, მაგრამ შენ უკვე უსაზღვროდ გიყვარს. მერე 18-ე კვირიდან სულ იმის მოლოდინში ხარ, როდის იგძნობ ამ პაწაწკინტელა სხეულის მოძრაობას, რომ ისწავლო, როდის არის ბედნიერი ან როდის წუხდება, როდის უხარია ან როდის შია J

ნინი რომ გაჩნდა ერთადერთხელ დავწერე, დედობასთან დაკავშირებული  გრძნობების შესახებ და ისიც დედაჩემსისთვის. პატიებას ვთხოვდი ყველა წყენინებისთვის.
ბანალურად ჟღერს, მაგრამ დედობა ძალიან რთული ყოფილა. რაც დრო გავა ამას უფრო კარგად ვიგრძნობ, ალბათ. დღეს ჩემმა დამ პლასტილინებით გამოძერწილი მზისა და ყვავილების სურათი დადო fb-ზე. მან და ნინიმ გააკეთეს. უცებ ძალიან საშინელი გრძნობა დამეუფლა. წამი დამენანა. წამი, რომელიც ჩემს დებილურ სამსახურში, დებილურ კომპიუტერთან, დებილური საქმის კეთებაზე დავხარჯე და არა ჩემს შვილთან ერთად პლასტილინებით მზეების ძერწვაზე.

მენანება ყოველი წამი, რომელსაც ჩემს შვილს არ ვუძღვნი, იმიტომ რომ ეს წამი განუმეორებელია. მენანება ყოველი დილა, როცა ნინის მძინარეს ვტოვებ, სამსახურის გამო. მენანება ის წამები, წუთები და საათეები, ხანდახან დღეებიც კი, როცა ვერ ვგრძნობ მის სუნს, ვერ ვკოცნი დასაბანად გამზადებულს, ვერ ვხედავ როგორ იღვიძებს, როცა პატარა ფეხუნებს ჭიმავს და სახე სასაცილოდ და საყვარლად ემანჭება გაზმორვისგან, როცა გამუდმებით არ მესმის სულისშემძვრელად საყვარელი ფრაზები და სიტყვები  - „დედა მონი“, „დედა წამო წამო“, „დედა მომექმალე რააა“, „დედა თამაშოთ“ და „თეო“. ხო, ნინი ხანდახან თეოსაც მეძახის ხოლმე და ეს ისეთი ბედნიერებაა, რომლის აღწერა სიტყვებით ძნელია.

ინგლისში, რომ ვიყავი წასული ხუთი დღით დავტოვე. მაშინ წლის და ხუთი თვის იყო. ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე მყავდაJ რომ ჩამოვედი ღამის სამი საათი იყო. დედაჩემთან იწვა. გავაღვიძეთ, რომ ჩემთან გადამეყვანა J და, ამ დროს მან, თითქოს, ვერ მიცნო, არ მოვიდა ჩემთან. მაშინ, ალბათ, ყველაზე საშინელად ვიგრძენი თავი. ეგრევე ტირილი ამივარდა, ვეხვეწებოდი მოსულიყო ჩემთან, მაგრამ არ მოდიოდა. ასეთ წუთებში ყველაფერი აზრს კარგავს, საოცნებო ინგლისიც, სამსახურიც, სწავლაც, ყველაფერი, ყველაფერი...


და მერე, როცა სამსახურში, რაღაც პრობლემა იჩენს თავს, რომელიც შენ ძალიან დიდი და გამოუსწორებელი გგონია და შენ ზიხარ, იწყებ ნერვიულობას, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთე, რომ შეცდომა დაუშვი... და ამ დროს, fb-ზე ხედავ შენი შვილის გამოძერწილ მზეს, რომლის გამოძერწვის პროცესს შენ ვერ დაესწარი... აი, რა არის ნამდვილად დასანანი და სანერვიულო L წამები, წუთები, საათები და დღეები, რომელსაც შვილთად ერთად არ ატარებ და რომელიც აღარ განმეორდება. 

Comments

  1. ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა თეო...აქამდე ჩემთვის უცნობი თეო გავიცანი:) გული შემეკუმშა და ცრემლები მახრჩობს. ჩემს ტავზე უფრო მეტად გავბრაზდი.ქნმა გულიკო ბექაურმა კიდევ უფრო დამაფიქრა , როცა ამიხსნა რაოდენ მნიშვნელოვანია ორ წლამდე პატარასთან ყოფნა. ყოფნა?კვირაში მხოლოდ რვა დრე რომ ვარ შვილთან 5თვის პატარასთან დილიდან საღამომდე და სხვა დღეები სამსახურის შემდეგ სადღაც ოთხი სთი? მტკივა ეს სიშორე მტკივა. გაუცხოების მეც მეშინია თეო. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები როგორი დაუცველები ვართ და რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი შრომითი კოდექსი ჩვენზე მორგებული აარა ფურცლებზე დაწერილი მხოლოდ....

    ReplyDelete
  2. მერი, ჩემო კარგო, რას ვიზავთ, ყველა ეგრე ვართ და დღეს ასე ძალიან რომ მეტკინა მეც, იმიტომ მომეძალა ემოციები და დავწერე :) მადლობა :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)