საოცრებების
ქალაქია კრაკოვი. ემოციებით ივსები. ამინდები გაგიჟებს. ქუჩები გავსებს. ხალხი გახალისებს.
დიდი ხნის
მერე პირველად ვიგრძენი, რომ უნდა დავწერო. ეს კრაკოვის ბრალია.
კრაკოვი
პოლონეთი
ერთი ჩვეულებრივი ქვეყანაა. არაფრით გამორჩეული. რამდენიმე
წლის წინ ვიყავი. არ მქონია სიუცხოვის განცდა. ვფიქრობდი კრაკოვზე, რომელიც წინა ჯერზე
ვერ ვნახე.
ქალაქის
ცენტრი პატარა ძველი ქალაქია. ბევრი წრიული ქუჩა, რომელიც ცენტრალურ მოედანს ერტყმის
გარშემო. ბევრი ძველი სასახლის მსგავსი შენობაა გარშემო. სასახლეც არის. მოედანზე სუვენირების
მაღაზიებია ჩაწყობილი. ბევრი ქარვა - ქარვის მძიმები, ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები.
ქარვა ყვითელია. ყვითელი სითბოს, სიხარულის ფერია. კრაკოვიც ასეთი ყოფილა. სუვენირებში
ბევრი „დრაკონჩიკებიa“ :) კრაკოვში თურმე დრაკონები ცხოვრობდნენ.
დღე
1-ლი
საუზმეზე ებრაელი მეგობრები გავიცანით. ჩვენთან ერთად არიან სასტუმროში. ტომერი და ნეტა, ხალხი
სასწაული :)
ტრენინგზე
თერთმეტნი ვართ: ექვსი ქართველი, ოთხი ებრაელი და ერთი არაბი (მანალი მეორე დღეს შემოგვიერთდა).
ჩვენი მასპინძლები პოლონეები არიან. არაჩვეულებრივი ხალხი.
City Game - ასეთი რამე გაგიგიათ?
მეთოდია, სწავლების. ხალხი, რომ დაახლოვოს. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ საქმის ერთად
კეთება ყველაზე კარგი საშუალებაა „სანატრელი“ შედეგის მისაღებად :)
მთელი
დღე ქალაქში დავრბივართ, ექვს საინტერესო ადგილს ვეძებთ. ეს შეჯიბრი არაა, ეს სახალისოა.
ერთმანეთს ვეხმარებით, ყველგან ყველანი არ მივდივართ, განაწილებული გვაქვს საქმე.
თამაშის
ბოლო რესტორანი და ჭამაა, რა თქმა უნდა.
თამაშის
შედეგი:
- ერთმანეთი გავიცანით
- დავმეგობრდით
- კრაკოვს შემოვურბინეთ ანუ ეხლა ვიცით სად რა შეგვიძლია ვნახოთ და შევიძინოთ
- ბოლოს პრიზი ყველამ დავიმსახურეთ
- ყველანი გამარჯვებულები ვართ :)
დღე
მე-2
ნინი
მომენატრა. ნინი ადრეც დამიტოვებია, მაგრამ სხვა ქვეყანაში ყოფნა სულ სხვა სევდაა.
კრაკოვი ჩამუქებულია. აქ ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება. ქუჩაში სიარული მიმძიმს. დილაა,
მაგრამ უკვე დაღლილი ვარ.
დღეს
ჯულია გავიცანი. ახალი მეთოდი თეატრთან არის დაკავშირებული. „ვერბათიმის“ მეთოდი სხვისი
ემოციების, განცდების გამოსახვასთან არის დაკავშირებული. მე და ნეტა ერთად ვართ წყვილში.
თემა თავისუფალია. ჩემი თემა ნინია. მე გადავეცი. ნეტას თემაც შვილია. მანაც გადმომცა.
ახლა ერთამენთის ისტორიები ისე უნდა მოვყვეთ როგორც საკუთარი. ნეტა ტირის ისე როგორც
მე ვიტირე, როცა ნინიზე ვუყვებოდი. მთელი ჯგუფი ტირის. ყველამ ვიცით ვინ არის ნინი
:) ემოციები განაწილდა და რაღაც შემიმსუბუქდა. ჯულიამ სასწაული მოახდინა ჩვენს თავს.
ჩვენ ყველა ინგლისურად ვსუაბრობთ, მაგრამ ენა თითქოს მნიშვნელობას კარგავს იმიტომ,
რომ ერთამენთს ვგრძნობთ.
დღე
მე-3
მე,
მაკა, ტომერი და ნეტა ყოველ დილით ერთად მივდივართ ტრენინგზე. ტომერის პირველი დღე
ცისფერი იყო. სურათებს იღებდა ცისფერ კრაკოვზე და საღამოს კოლაჟს აკეთებდა. მეორე დღე
ვარდისფერი დღე ჰქონდა. ახლა მეც შევუერთდი. მესამე დღე ყვითელია.
ნეტამ
ებრაელი მომღერლის სიმღერა მომასმენინა. ახლაც მაგას ვუსმენ და თან ვწერ. გზაზე მივდივართ
და თან სიმღერებს ვუსმენთ.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhae_8AgovE7y7nOpbyiuZbYdZLttyNlMSpOoQd_GA6cMG3hWcMB2Qtnti9gwU7wUv5J25NnoCdIQIvcFVMJgkTP0WNubja7YPGZMcO0HgXCgd9P-8vDG3T6gn3lakeguRKmftD3MPs5gw/s320/SPhotoEditor-20170913_155648.jpg)
P.S. ხო, სულ დამავიწყდა. ჩამოვიდა ქალი
ქარიშხალი, ქალი დაუშრეტელი ენერგია - მანალი.
დღე
მე-4
საჯარო
სივრცე - ეს არის ადგილი, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებლები ან, ზოგადად, რაღაც ერთი
იდეით გაერთიანებული ხალხი ქმნის თავისი შეხედულებისამებრ. საერთოდ ერთი იდეით (კარგი
იდეით) გაერთიანებულ ხალხს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია საზოგადოებისთვის.
დღეს
მარილის საბადოები მოვინახულეთ. მიწის ქვეშ 170 მეტრზე ვიყავით. ცუდად გავხდი. სული
შემეხუთა, მაგრამ მერე ძალიან ლამაზ დარბაზში შევედით და მომეშვა.
დღე
მე-5
დღეს
ბოლო დღეა ტრენინგების. ისევ ვთამაშობთ. ჩვენ მასპინძელ ლუკასს ძალიან უყვარს თამაშების
გამოყენება სწავლებაში. თამაში ძალიან მარტივია, ერთი შეხედვით. დაფაზე კარტები უნდა
ავაწყოთ ისე, რომ ერთმანეთს არ ვაჩვენოთ, უბრალოდ აღვწეროთ და ისე მივხვდეთ, სად რა იდება. ძალიან გაგვიჭრდა. ხალხი დაიძაბა :) ბოლოს ხელი ჩავიქნიეთ და მანალმა
სამი წუთი მოითოხვა. ყველაფერი გამოგვივიდა. ლუკასი გაოცებულია.
დღე
იასამნისფერია. მიკი კიდევ ერთი ებრაელი გოგოა (ქალია :) საოცარი თვალები აქვს. მასაც
ენატრება უკვე შვილები.
დღე,
რომ დამთავრდა ტომერმა შემოგვთავაზა ყველას ჩვენი “aha”
მომენტი
გვეთქვა მთელი ამ ერთკვირიანი ტრენინგის შესახებ.
ნეტამ
საოცარი რამ მოყვა. „ნოვა ჰუტაში“ მივდიოდით. ტაქსში სულ ქართველები ვიყავით და ნეტა,
ერთი ებრაელი. წინ იჯდა. შუა კვირაში შევთანხდით რომ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, რომ უნდა წავსულიყავით შაბათს და ეხლა მძღოლს ესაუბრებოდა. უცებ მოიხედა და გვეკითხება
თქვენგან ვინ მოდისო და ვუთხართ, რომ ყველა მივდიოდით - ეს იყო ნეტას ყველაზე "მაგარი" მომენტი, როცა მიხვდა, რომ მის წუხილს სხვაც იზიარებს, როცა მიხვდა რომ აუშვიცი მხოლოდ
ებრაელებისთვის არ არის ტკივილი, ეს მთელი მსოფლიოს ტკივილია.
დღე
მე-6
აუშვიცი
ამინდი
ტირის. პოლონეთის სოფლები ძალიან ლამაზია, მაგრამ ყველა დაძაბულები ვართ, თითქოს. ჩვენ
აუშვიცში მივდივართ, აუშვიცში და ბირკენბაუში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.
ტაქსში
ვართ მე, თინა, მაკა, დათო, გია, ნეტა, მიკი და მანალი.
აუშვიცი
მწუხარებაა. აქ ყველა ერთნი ვართ. რა თქმა უნდა, ის ვისი ოჯახის წევრიც დაკავშირბეული
იყო ამ ყველაფერთან უფრო მძლავრად განიცდის, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ აუშვიცი ყველა
საზღვარს არღვევს ადამიანთა შორის. აქ უბრალოდ ადამიანი ხარ და ხედავ რა შეუძლია გააკეთოს
ადამიანმა ანუ შენ.
იქ, სადაც გაზის კამერებია გიდი გვეუბნება, რომ სიჩუმეში უნდა შემოვიაროთ ოთახები. მინდა
ეს მონაკვეთი მრავალი წერტილით გამოვსახო იმიტომ რომ ის რაც აუშვიცში ვნახე ყველა სიტყვას
აღემატება. ეს ყველა განცდაა ერთდროულად. აქ ყველა უნდა მოვიდეს, ერთხელ მაინც. აუცილებელია
ნახო, რა შეგიძლია მოუტანო მსოფლიოს თუ გრძნობებს გადაკეტავ და გულში სისასტიკეს შემოუშვებ. ასე იმიტომ ვამბობ, რომ აუშვიცი
დღესაც ხდება ყველგან, საქართველოში, ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, უბრალოდ, სისასტიკის
ხარისხია განსხვავებული. აქ ყველა უნდა მოვიდეს.
აუშვიცი
სიჩუმეა
...................................................................................................
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjGwuAO6_tTHBcoxGrCKE0UKHlJsoLO_sKZ-iFytEyNwhyPFdlQMwFL_rGNKssokULvhMfS6VaDkTLv4N_OPzAi6d8HZCvcmBYoO_k1FX_KK4ISN6i59lmzs5CJh_4EkGhNFwITGh-GkzU/s640/IMG_20170916_140956.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhKVoePIjgcAF1uZjq7q3gCqUe3TQf45D6-KVcYaw2k7ru0OrBZGFSqX18HAx4JU1v2q5ark6ynHtx70-Wbqs16-oQe-CwQ1TxrFe8w6ytbqwGlTdgJ0MvKSnE57ju1bOblvj0tI8NH4BM/s320/IMG_20170916_184339.jpg)
Comments
Post a Comment