Skip to main content

ჩემი სამყარო ვარდისფერია

მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი ვარდისფერია. ვარდისფერი ლამაზი ფერია, ნათელი, მსუბუქი, ხანდახან სულელურიც კი J მაგრამ მე მაინც მირჩევნია ყველა დანარჩენ ფერს.

მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი მზიანი, უსაზღვროდ მზიანი და თბილია. გაიხადავ მასში და გულში, უეცრად, იღვრება, რაღაც ენით გადმოუცემელი, ვარდისფერი სითბო და სიამოვნება. თან აქედან თვალისმომჭრელ მზესაც შეგიძლია თვალი გაუსწორო და პირდაპირ, ურცხვად შეხედო. მზე ცოტას გაბრაზდება, მაგრამ მაინც გაპატიებს იმიტომ, რომ შენ ვარდისფერი სათვალე გიკეთია.

მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი მშვიდი, მარტივი და უბრალოა. მერე მეც ვმშვიდდები და ჩემი სამყაროც. ჩემს სამყარს სჭირდება სულელური ვარდის ფერი და ამიტომაც ვირჩევ მე მას!

ხანდახან იბურება ჩემი ვარდისფერი სათვალე, მტვერი ედება ზედ და მზე ისე კარგად აღარ ჩანს. თითქოს, ჩემი სამყაროც მტვრიანი და ძნელად გასარჩევი ხდება, უცბად ბურუსი ისადგურებს... მაგრამ იცი რა? სათვალის გაწმენდა ძალიან მარტივია, ისეთივე მარტივი, როგორც თავად ვარდისფერი J მთავარია ძალა შეგწევდეს გაწმინდო და ისევ თავიდან გაიკეთო და მერე ყველაფერი უფრო კაშკაშა, უფრო გამჭვირვალე და უფრო სუფთა ხდება...

მე ვარდისფერი სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ პატარა ვარდისფერი გოგონა მყავს, ვარდისფერი ლოყებით და ვარდისფერი ტუჩებით, როგორც ერთ ინგლისურ ლექსშია:
Look at my dolly, her name is Polly!
Her cheeks are rose, her lips are rose…

ეს ულამაზესი ვარდისფერი ტუჩები წუთში ძალიან ბევრ ლამაზ, ვარდისფერ სიტყვას წარმოთქვამენ, სიტყვას, რომელიც არის - „დედა!“ ვარდისფერ სიტყვას, რომელიც მხოლოდ ვარდისფერი სათვალის არჩევის შესაძლებლობას მიტოვებს ცხოვრებაში, მაძლევს ძალას გავწმინდო ჩემი ვარდისფერი სათვალე, ხანდახან დაბურული და მერე, ისევ თავიდან გავიკეთო.


ასეთია ჩემი ვარდისფერი სამყარო და დაე, იყოს სულელური!

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)