თუკი
შორიდან მუსიკის ხმას გაიგონებ, იცოდე, რომ ეს მე ვარ. მე, რომელიც სადღაც უსასრულობაში
დაიკარგა და გზას ეძებს, მუსიკა კი, ამ შემთხვევაში, ლამპრის მაგივრობას სწევს.
ცუდი
და, ამავე დროს, სასწაული ფუნქცია აქვს ნაკისრები სიტყვებს. შეუძლიათ ერთდროულად დაანრგიონ
და ააშენონ კიდეც. ზოგჯერ უსიტყვობა ჯობია სიტყვიანობას, მაგრამ ამასაც გარკვეული გარემო
და ადამიანები ჭირდება. ზოგს შეუძლია უსიტყვობაში ჩაიძიროს, ზოგს - არა. მე მიყვარს
სიტყვები, მაგრამ მაშინ, როცა ჩემი სიტყვების მნიშვნელობას ადამიანები ხვდებიან, სხვა
შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აზრს კარგავს თითოეული სიტყვა. მაგრამ ხანდახან ისეც ხდება
ხოლმე, იმდენად შეგვიპყრობს განცდა, რომ ჩვენი სიტყვების მნიშვნელობას ხვდებიან, აღარ
ვფიქრობთ და ვიწყებთ მათ გაცოცხლებას, ერთი მეორის მიყოლებით, მათი ბედი კი თავიდანვე
განსაზღვრულია - ქარი წაიღებს, სადღაც შორს უსასრულობაში.
ყველაზე
საინტერესო მოქმედება დაცემაა, განსაკუთღებით მაშინ, როცა აღიარების შნო გაქვს. მერე
ყველაფერი თაფლის სურნელით ივსება. თაფლის სურნელი ხომ იცით როგორია? ოდნავ ტკბილი,
მაგრამ შიგადაშიგ სიმწარეც გაკრავს ხოლმე, თუ ძლიერეად შეისუნთქე.
ზედმეტად
ბევრი ოპტიმიზმია ხანდახან და ეს ოპტიმიზმი დამღუპველ ძალად იქცევა ხოლმე. ვიღაცას
აქვს ნათქვამი ყველაზე დიდი ოპტიმისტები ყველაზე დიდი პესიმისტები არიანო, თუ რაღაც
ამდაგვარი. მართალიც არისJ
ეს
ჭარბი რაოდენობით ოპტიმიზმი ადამიანურ ილუზიას უფრო ილუზიურს ხდის. და მერე რა? მერე
ის, რომ წუთიერად იკარგები, ოღონდ ეს დაკარგვა სხვისთვის შეიძლება იგრძნობოდეს წუთიერად,
შენთვის კი საუკუნის ტოლფასი ხდება.
თუკი
შორიდან მუსიკის ხმას გაიგონებ, იცოდე, რომ ეს მე ვარ. მე, რომელიც, სადღაც უსასრულობაში
დაიკარგა და გზას ეძებს, მუსიკა კი, ამ შემთხვევაში, ლამპრის მაგივრობას სწევს. ეს
არ იქნება ჩვეულებრივი მუსიკა და ამას შენც მიხვდები. ეს იქნება მუსიკა თხილიანი შოკოლადის
არომატითა და ლიმნის სურნელით.
Comments
Post a Comment