დღეს ჩემი მოსწავლეებისთვის ტესტებს ვადგენდი და უეცრად, გამახსენდა რა ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი, სანამ პირველ გაკვეთილზე შევიდოდი. პირველად, 26 სექტემბერს, მეხუთე კლასში ჩავატარე გაკვეთილი. ძალიან წვიმდა, ციოდა, ცუდი ამინდის გამო კლასში ისეთი სიბნელე იყო, საღამო გეგონებოდა. მე უცხო ხალხში, უცხო ბავშვებში აღმოვჩნდი. სანამ შევედი გაკვეთილზე ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული. მეც ვყოფილვარ ბავშვი და ვიცი, რომ სამყაროში ყველაზე სამართლიანი შემფასებლები, ყველაზე მეგობრული და ამავე დროს ყველაზე სასტიკი განაჩენის გამომტანები ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ ამიჩქარდა გული. პირველად ჩემს ცხოვრებაში, შემეშინდა სკოლის. და კიდევ იმიტომ ვინერვიულე, რომ პირველად შევდგი ფეხი სკოლაში, როგორც მასწავლებელმა. თუმცა შევედი თუ არა კლასში, ყველანაირი დაძაბულობა თითქოს გაქრა და დღესაც ვერ აგიხსნით რატომ :) რვა ბავშვის ცნობისმოყვარე, თბილი, ეშმაკუნა და ცელქი, მეგობრული თვალი ჩემკენ იყო მოპყრობილი. დღეს ამ კლასის დამრიგებელი ვარ და, როცა გაკვეთილზე შემდივარ ისევ რვა ბავშვის ეშმაკუნა და ცელქი, ცნ...