პირველად ვარძია რომ ვნახე, ალბათ, დაახლოებით ათი წლის ვიქნებოდი. გზად ერთი მოსახვევია, მარჯვნიდან იშლება „ის“ - თვალწარმტაცი, დიადი, დამამუნჯებელი. მას შემდეგ ყოველ ჯერზე ასეთი შთაბეჭდილება მიპყრობს, როცა იმ მოსახვევში შევდივარ. დამიჯერეთ არც თუ ისე იშვიათად მიხვდება ფეხი აქ. მაგრამ დღეს ვარძიაზე არ ვაპირებ წერას. გზად ერთი პატარა სოფელია, დაახლოებით 50 კომლით. თურმე შარშან სოფლის საშუალო სკოლაში პირველი კლასიც კი არ გახსნილა. ბევრმა არც კი იცის მისი არსებობის შესახებ. მაგრამ ის აქ არის, ჯავახეთში, ასპინძასთან ძალიან ახლოს, ადვილად მისასვლელი, სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილი, საუკუნეების ისტორიის საბადო. სოფელი სარო, მესხური ოდა იკითხვათ ალბათ, რა სოფელია ასეთი, ვარძიის გვერდით მასზე რომ დაგაწყებინებს წერას და საუბარსო?! სარო ერთი პატარა ჩვეულებრივ-არაჩვეულებრივი სოფელია ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. ასპინძიდან 17 კილომენტრითაა დაშორებული. იქ მოსახვედრად ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური გზიდან მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ და აღმართს აუყვეთ. სერპანტინი საკ...
საოცრებების ქალაქია კრაკოვი. ემოციებით ივსები. ამინდები გაგიჟებს. ქუჩები გავსებს. ხალხი გახალისებს. დიდი ხნის მერე პირველად ვიგრძენი, რომ უნდა დავწერო. ეს კრაკოვის ბრალია. კრაკოვი პოლონეთი ერთი ჩვეულებრივი ქვეყანაა. არაფრით გამორჩეული. რამდენიმე წლის წინ ვიყავი. არ მქონია სიუცხოვის განცდა. ვფიქრობდი კრაკოვზე, რომელიც წინა ჯერზე ვერ ვნახე. ქალაქის ცენტრი პატარა ძველი ქალაქია. ბევრი წრიული ქუჩა, რომელიც ცენტრალურ მოედანს ერტყმის გარშემო. ბევრი ძველი სასახლის მსგავსი შენობაა გარშემო. სასახლეც არის. მოედანზე სუვენირების მაღაზიებია ჩაწყობილი. ბევრი ქარვა - ქარვის მძიმები, ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები. ქარვა ყვითელია. ყვითელი სითბოს, სიხარულის ფერია. კრაკოვიც ასეთი ყოფილა. სუვენირებში ბევრი „დრაკონჩიკებიa“ :) კრაკოვში თურმე დრაკონები ცხოვრობდნენ. დღე 1-ლი საუზმეზე ებრაელი მეგობრები გავიცანით. ჩვენთან ერთად არიან სასტუმროში. ტომერი და ნეტა, ხალხი სასწაული :) ტრენინგზე თერთმეტნი ვართ: ექვსი ქართველი, ოთხი ებრაელი და ერთი არაბი (მანალი მეორე დღეს შემოგვიერთ...