Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2011

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან განსხვავებ

ჩამოვედით მახალაკიძეებში:)

მაღალმთიანი აჭარა ულამაზესი მხარეა. ჩვენ გოდერძის უღელტეხილით გადმოვედით. 25 სექტემბერი იყო. ციოდა, წვიმდა. უღელტეხილზე უმაღლესი ადგილი 2025 კილომეტრია ზღვის დონიდან. ყველაფერი ნისლში იყო გახვეული. ტყით დაფარული მთები, პატარ-პატარა ხის სახლები, ალაგ-ალაგ კვამლი ამოდიოდა საკვამურებიდან. ხალხი უკვე წასულიყო დაბლა, სოფლებში. ერთი კვირის მერე (ჩვენ უკვე შუახევში ვიყავით) გავიგეთ, რომ ,,პერევალზე’’ მეტრიანი თოვლი მოსულიყო. სოფელს სადაც მე ვასწავლი მახალაკიძეები ჰქვია. მთებს შორისაა მოქცეული. ხეობას, სადაც მახალაკიძეები მდებარობს, მარეთის ხეობა ჰქვია. სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, თალიბა მახარაძის, მიხედვით, ადრე ამ ხეობას მარადის ხევი ერქვა. თუმცა რამდენად მართალია ეს მოსაზრება ჯერ ვერ გავარკვიე. სახლების უმეტესობა მთების ფერდებზეა შეფენილი. თითქმის ყველა სახლი ხისგან არის აშენებული. ძველ ქართულ სახლებს მოგაგონებს, აი ისეთებს, ,,ჩვენებურებში“ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, რომ აქვთ. ირგვლივ სულ ტყეა, შერეული. სექტემბერში ყველაფერი ჯერ ისევ მწვანე იყო, მერე ნელ-ნელა აქაურობას ს