Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2011

16 დეკემბერი

დღეს ჩემი მოსწავლეებისთვის ტესტებს ვადგენდი და უეცრად, გამახსენდა რა ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი, სანამ პირველ გაკვეთილზე შევიდოდი. პირველად, 26 სექტემბერს, მეხუთე კლასში ჩავატარე გაკვეთილი. ძალიან წვიმდა, ციოდა, ცუდი ამინდის გამო კლასში ისეთი სიბნელე იყო, საღამო გეგონებოდა. მე უცხო ხალხში, უცხო ბავშვებში აღმოვჩნდი. სანამ შევედი გაკვეთილზე ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული. მეც ვყოფილვარ ბავშვი და ვიცი, რომ სამყაროში ყველაზე სამართლიანი შემფასებლები, ყველაზე მეგობრული და ამავე დროს ყველაზე სასტიკი განაჩენის გამომტანები ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ ამიჩქარდა გული. პირველად ჩემს ცხოვრებაში, შემეშინდა სკოლის. და კიდევ იმიტომ ვინერვიულე, რომ პირველად შევდგი ფეხი სკოლაში, როგორც მასწავლებელმა. თუმცა შევედი თუ არა კლასში, ყველანაირი დაძაბულობა თითქოს გაქრა და დღესაც ვერ აგიხსნით რატომ :)   რვა ბავშვის ცნობისმოყვარე, თბილი, ეშმაკუნა და ცელქი, მეგობრული თვალი ჩემკენ იყო მოპყრობილი. დღეს ამ კლასის დამრიგებელი ვარ და, როცა გაკვეთილზე შემდივარ ისევ რვა ბავშვის ეშმაკუნა და ცელქი, ცნობის

15 დეკემბერი

რა საინტერესოა როგორ უძლებენ ყასბები ან მათი ოჯახის წევრები სისხლისა და ხორცის სუნს?! ალბათ, ამაზე საშინელი სუნი მსოფლიოში არ არსებობს. იმ დღეს თალიბა პაპა მოვიდა, ტატო და მურმანი (ჩემი მეზობელი) წაიყვანა ძროხის დასაკლავად. საღამოზე მე და ქრისტინაც გადავედით თალიბა პაპასთან. ეზო სულ სისხლიანი იყო, თანაც თოვლზე სისხლის წვეთები ძალიან საშინლად გამოიყურებოდა. თალიბა პაპას სახლი გზის პირზეა, მაგრამ გზიდან ცოტა ქვემოთ უნდა ჩაუხვიო. ეზოში სახლის წინ დიდი ჯორკო (მორი) იდო, მასზე კი ცული იყო დასობილი. ირგვლივ სულ სისხლი იყო მოქცეული. ეზოში გზის მხარეს დიდი, შავტყავგადაკრული მაგიდა იდგა. ეს ყველაგერი, რომ დავინახეთ მე და ქრისტინა ცუდად გავხდით. იმ წუთებში, საწყალი ძროხა წარმოგვიდგა თვალწინ. სისხლს საშინელი სუნი ჰქონია. სახლში, რომ შევედით მურმანი და თალიბა პაპა ხორცს ჭრიდნენ. ყველაფერი გაჯერებული იყო ცოცხალი ხორცის სუნად. იმ დღეს ზრდილობის ნიშნად თუ კონიაკის ზემოქმედების გამო, ცოტა ხორცი შევჭამე. მაგრამ სახლში გამოტანებულ ხორცს პირი ვეღარ დავაკარე. ტატოს, როცა ვკითხე რა გრძნობა დაგეუფლა,

10 დეკემბერი

ყოველთვის ვფიქრობდი, რატომ არ უნდა ხალხს სოფელში ცხოვრება, რატომ იცლება სოფლები ასე ჩქარა, იქ ხომ ბუნება ასეთი ლამაზია, ხალხი, ასე თუ ისე შორს ქალაქის საგიჟეთისგან, სიმშვიდესა და სიწყნარეში ცხოვრობს?! ერთხელ მახსოვს სტატიაც კი დავწერე ამის შესახებ, სადაც გულის ტკივილით აღვნიშნე, თუ რა სისწრაფით იცლება საქართველოში სოფლები, გავამტყუნე გლეხი კაცი, რომელიც თითოეულ კაპიკს ინახავს, აგროვებს, რომ თუ თვითონ ვერ მოახერხა, შვილი მაინც გაუშვას სოფლიდან. დღეს თითქოს ეჭვი მეპარება ჩემს უწინდელ ნააზრევში. იმ დღეს ცუდი ამინდი იყო, ქრისტინასთან გადავედი, ტელევიზორს მისჯდომოდა მოღუშულად, რა მოწყენილობაა ამ სოფელში, ახალგაზრდებისთვის არავითარი გასართობი არ არის-ო. შემრცხვა. შემრცხვა იმიტომ, რომ მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ამას ვჩივივართ ხოლმე. გასართობი საშუალებებით ვერც ახალციხე დაიკვეხნის, მაგრამ ქრისტინას და თუნდაც ჩემი ტოლი გოგონა ყოველთვის გამონახავს საშუალებას, რომ რამით შეიქციოს თავი. შემეცოდა ქრისტინა და შემრცხვა ჩემი თავის. ვეღარაფერი ვუთხარი. მძიმეა სოფლში ცხოვრება, მისი სიმშვიდის, სილამ

აშურის მთვარე

,,აშურის მთვარემ“ გრძელი ღამეები მოიტანა. საღამოს ექვსს საათზე უკვე ღამდება და დილამდე ღამეა, განსაკუთრებით ჩვენს პატარა სახლში:) დარაბებდაკეტილ ოთახში მაშინ თენდება, როცა დარაბებს გააღებ, შაბათ-კვირას კი ეს შუადღის პერიოდში ხდება ხოლმე:) შაბათ-კვირა თან მიხარია, თან არა. მიხარია იმიტომ, რომ გვანობამდე შემიძლია ვიძინო, არ მიხარია იმიტომ, რომ დღეც და ღამეც საშინლად იწელება. ,,აშურის მთვარეს“ სავსე მთვარეობა მოჰყვა. ღამე ისეთი ნათელია, გეგონება, არც არის ღამე ალბათ, თოვლის ბრალია. ჩვენი სახლის პირდაპირ დიდი მთა არის, ნამწვავის სერს ეძახია, სულ ტყით არის დაფარული. ფანჯრიდან რომ გავიხედავ ახალციხე   მახსენდება. იქ, ჩემი კორპუსიდან ამირანის გორა მოჩანს, ნამწვავის სერისგან განსხვავებით გაცილებით შორსაა და არც ტყით არის დაფარული, მაგრამ, ვცდილობ, აჭარაშიც პატარა, მხოლოდ ჩემთვის ხილული ახალციხე შემვქმნა. სავსემთარეობაზე ნაწვავის სერის მაღლა, მთის გვერდით სავსე მთვარე ამოცურდება   და მთელს სოფელს გაანათებს ხოლმე. ცუდ ამინდებში მთის წვერისა და მთვარის ირგვლივ ღრუბლები მოიყრიან თავს. და ი

ჩვენი კატა მაწანწალა გახდა

ერთი თვის წინათ ჩვენს პატარა ოჯახს ერთი წევრი შეემატა - ფისო :) ცხოველები ძალიან მიყვარს, ახალციხეში ფისო, სახელად ქითი (რომელსაც ოჯახის წევრების მიერ მიღებული ერთიანი დიაგნოზის მიხედვით აუტიზმი ჭირს) და ორი პატარა ზაზუნა, დუძი და ნუნი, მყვას. როცა აჭარაში მოვდიოდი ჩემს დას ძალიან ვთხოვე, რომელიმე მათგან გამოეტანებინა ჩემთვის, მაგრამ ამაოდ, ასე მითხრა  ჩემი ცხოველები სოფლის ჰაერს არა არიან შეჩვეულებიო (ვხუმრობ თაკო : )) და წამოვედი ასე საწყლად, მარტო, ცხოველების გარეშე :) მახალაკიძეელი ფისო:) როგორც ყველა სოფელში, მახალაკიძეებშიც, თითქმის, ყველა ოჯახს ჰყავს კატა, თანაც ისეთი მსუქნებიიიიიი.... გავგიჯდი, რომ დავინახე :) ერთი-ორი კატა ჩვენც შემოგვეჩვია, ყოველ დღე მოდიოდნენ და კარის წინ კნაოდნენ, ისეთი უსინდისო კატები არიან, რომ რამდენჯერმე სახლშიც შემომეჭრნენ და ქვაბებში ჩაძვრნენ, ამიტომ გული ამიცრუვდა ამ კატებზე და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, პატარა, საყვარელი კნუტი მეშოვნა. როცა სკოლაში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვთქვი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მასწავლებელს პატარა კნუ

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)

ახალი წელი, რომელსაც მანდარინის ტორტის სუნი ასდის

ტატომ ერთი ცალი კარტოფილი ფეჩზე დადო, თავისი ჭკუით უნდოდა ესინჯა როგორი გამოვიდოდა :) (სინამდვილეში გათლა დაგვეზარა ორივეს, სხვა კარტოფილების თლას, რომ მოვრჩით და შესაწვავად ტაფაზე დავყარეთ, მერე დაინახა, რომ ერთი დარჩენილიყო) შემთხვევით ამ კარტოფილს გვერდზე ჯერ კიდევ მოუსვლელი მანდარინი მიუდო. მე ეს არ შემინიშნავს. საღამოზე, როცა ფეჩს მივუჯექი, რაღაც ძალიან ნაცნობი და ახლობელი სუნი ვიგრძენი - ეს იყო ნახევრად შემწვარი მანდარინის სურნელი. ამ სუნზე ახალი წელი გამახსენდა. დედაჩემი ყოველ ახალ წელს მანდარინის ტორტს აცხობს ხოლმე, უგემრიელესი რამაა. ტორტის ცხობის პროცესში ჩვენს სახლში სწორედ ის სურნელი ტრიალებს, რაც ჩვენმა შემწვარმა მანდარინმა დააყენა :) თავიდან კარგად ვერ მივხვდი, რას მახსენებდა ეს სუნი, მაგრამ მერე, უეცრად, ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში დედაჩემი, მისი მანდარინის ტორტი და ახალი წელი, რომელსაც მანდარინის სურნელი ასდი

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო