Skip to main content

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში:)

ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო:) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ:)

დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,,Hellados“-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმოჩნდა. რაც აქ ვიმყოფები, ალბათ, ყოველ დღე მიწევს ჭინკებზე საუბარი, ამიტომ ,,ჭინკებით“ დავინტერესდი.
მოთხრობას ვკითხულობდი და მახალაკიძეელები წარმომიდგნენ თალწინ. მანაველ ცინცაძესავით მშვიდად, აუღელვებლად მიყვებოდა, რამდენიმე დღის წინათ, ჟუჟუნა ბებია აქაური ჭინკებზე, რომლებსაც, ძირითადად, უჟმურის ან ჯინის სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ჟუჟუნა ქრისტინას ბებოა, მეზობლად ცხოვრობს. როგორც, ალბათ, ყველა მოხუცი სოფელში, ისიც ბევრს საუბრობს ამგვარ თემებზე. იმ დღეს მე და ქრისტინა სახლში ვბრუნდებოდით, უკვე ბნელდებოდა და მას წამოცდა, ცოტახანში ლელოჭრელობა დაიწყებაო. მე გავიკვირვე და მანაც ამიხსნა: უჟმურების დროაო, თავისუფლად დადიან ირგვლივო და უნდა ერიდოო, მე კარგად არ ვიცი, სახლში, რომ მივალთ ბებოჩემს ვკითხოთო.

ჟუჟუნა ბებომ მთელი სერიოზულობით დაიწყო: ლელოჭრელობა ჭინკების პერიოდიაო, ძირითადად, თებერვალში იწყება, გაზაფხულის დასაწყისისთვისო. ამ დროს თურმე უჟმურები ადამიანს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება შეხვდნენ და, როგორც აქ იტყვიან, აეკიდონ:)


სკოლაში ერთმა მოსწავლემ მითხრა, ამ პერიოდს ღელოჭრელობასაც უწოდებენო. საინტერესო იყო ამ თემაზე ინფორაციის მოძიება, ჩემთვის ეს ძალიან უცხო იყოJ
-ძველ, მიტოვებულ სახლებში უჟმურები ბუდობენო და ღამ-ღამობით ადამიანებს სიმღერისა და ცეკვის ხმა ესმით იქიდანო - მომიყვა ერთი მოსწავლე. თურმე ერთ კაცს ეს სიმღერები თავისი ყურით გაუგია. ერთხელ, ზამთარში, როცა მთვრალი ბრუნდებოდა სახლში, ძალიან შესცივნია და გზად, რომელიღაცა მიტოვებულ სახლში დასაძინებლად შეუვლია. შუაღამეს სახლში სიმღერების ხმა გაუგია და ლამის ჭკუიდან გადამდგარაJ ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში მანაველის ბადიშის არ იყოს, ყველას ჩვენ ჩვენი ჭინკები გვყავს და, ალბათ, იმ მახალაკიძეელ მთვრალ კაცსაც, სწორედ, თვისი ჭინკები უმღეროდნენ იმ ღამეს:)

როცა თალიბა პაპას ვკითხე, რას ფიქრობთ უჟმურებზე- მეთქი, ასე მიპასუხა: - უჟმურები ისინი არიანო, ვინც შენ მაგ ამბებს გიყვებაოJ მე და ტატომ ბევრი ვიცინეთ.

თალიბა პაპასი რა გითხრათ, მაგრამ აქ, ძალიან ბევრს სჯერა ამ ამბების და, ალბათ, არც არის გასაკვირი. საღამოობით, როცა მახალაკიძეებში ნისლი ჩამოწვება, ისეთი შეგრძნება გიპყრობს, რომ შეძლება ტყის პირას მართლა სხედან უცნაური არსებები და გამვლელს ელოდებიან, რომ ტყეში შეიტყუონ.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან განსხვავებ

აშურის მთვარე

,,აშურის მთვარემ“ გრძელი ღამეები მოიტანა. საღამოს ექვსს საათზე უკვე ღამდება და დილამდე ღამეა, განსაკუთრებით ჩვენს პატარა სახლში:) დარაბებდაკეტილ ოთახში მაშინ თენდება, როცა დარაბებს გააღებ, შაბათ-კვირას კი ეს შუადღის პერიოდში ხდება ხოლმე:) შაბათ-კვირა თან მიხარია, თან არა. მიხარია იმიტომ, რომ გვანობამდე შემიძლია ვიძინო, არ მიხარია იმიტომ, რომ დღეც და ღამეც საშინლად იწელება. ,,აშურის მთვარეს“ სავსე მთვარეობა მოჰყვა. ღამე ისეთი ნათელია, გეგონება, არც არის ღამე ალბათ, თოვლის ბრალია. ჩვენი სახლის პირდაპირ დიდი მთა არის, ნამწვავის სერს ეძახია, სულ ტყით არის დაფარული. ფანჯრიდან რომ გავიხედავ ახალციხე   მახსენდება. იქ, ჩემი კორპუსიდან ამირანის გორა მოჩანს, ნამწვავის სერისგან განსხვავებით გაცილებით შორსაა და არც ტყით არის დაფარული, მაგრამ, ვცდილობ, აჭარაშიც პატარა, მხოლოდ ჩემთვის ხილული ახალციხე შემვქმნა. სავსემთარეობაზე ნაწვავის სერის მაღლა, მთის გვერდით სავსე მთვარე ამოცურდება   და მთელს სოფელს გაანათებს ხოლმე. ცუდ ამინდებში მთის წვერისა და მთვარის ირგვლივ ღრუბლები მოიყრიან თავს. და ი