Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2015

მუსიკა თხილიანი შოკოლადის არომატითა და ლიმნის სურნელით

თუკი შორიდან მუსიკის ხმას გაიგონებ, იცოდე, რომ ეს მე ვარ. მე, რომელიც სადღაც უსასრულობაში დაიკარგა და გზას ეძებს, მუსიკა კი, ამ შემთხვევაში, ლამპრის მაგივრობას სწევს. ცუდი და, ამავე დროს, სასწაული ფუნქცია აქვს ნაკისრები სიტყვებს. შეუძლიათ ერთდროულად დაანრგიონ და ააშენონ კიდეც. ზოგჯერ უსიტყვობა ჯობია სიტყვიანობას, მაგრამ ამასაც გარკვეული გარემო და ადამიანები ჭირდება. ზოგს შეუძლია უსიტყვობაში ჩაიძიროს, ზოგს - არა. მე მიყვარს სიტყვები, მაგრამ მაშინ, როცა ჩემი სიტყვების მნიშვნელობას ადამიანები ხვდებიან, სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აზრს კარგავს თითოეული სიტყვა. მაგრამ ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, იმდენად შეგვიპყრობს განცდა, რომ ჩვენი სიტყვების მნიშვნელობას ხვდებიან, აღარ ვფიქრობთ და ვიწყებთ მათ გაცოცხლებას, ერთი მეორის მიყოლებით, მათი ბედი კი თავიდანვე განსაზღვრულია - ქარი წაიღებს, სადღაც შორს უსასრულობაში. ყველაზე საინტერესო მოქმედება დაცემაა, განსაკუთღებით მაშინ, როცა აღიარების შნო გაქვს. მერე ყველაფერი თაფლის სურნელით ივსება. თაფლის სურნელი ხომ იცით როგორია? ოდნავ ტკბილი, მაგრა

ჩემი სამყარო ვარდისფერია

მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი ვარდისფერია. ვარდისფერი ლამაზი ფერია, ნათელი, მსუბუქი, ხანდახან სულელურიც კი J მაგრამ მე მაინც მირჩევნია ყველა დანარჩენ ფერს. მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი მზიანი, უსაზღვროდ მზიანი და თბილია. გაიხადავ მასში და გულში, უეცრად, იღვრება, რაღაც ენით გადმოუცემელი, ვარდისფერი სითბო და სიამოვნება. თან აქედან თვალისმომჭრელ მზესაც შეგიძლია თვალი გაუსწორო და პირდაპირ, ურცხვად შეხედო. მზე ცოტას გაბრაზდება, მაგრამ მაინც გაპატიებს იმიტომ, რომ შენ ვარდისფერი სათვალე გიკეთია. მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი მშვიდი, მარტივი და უბრალოა. მერე მეც ვმშვიდდები და ჩემი სამყაროც. ჩემს სამყარს სჭირდება სულელური ვარდის ფერი და ამიტომაც ვირჩევ მე მას! ხანდახან იბურება ჩემი ვარდისფერი სათვალე, მტვერი ედება ზედ და მზე ისე კარგად აღარ ჩანს. თითქოს, ჩემი სამყაროც მტვრიანი და ძნელად გასარჩევი ხდება, უცბად ბურუსი ისადგურებს... მაგრამ იცი რა? სათვალის გაწმენდა ძალიან მარტივია, ისეთივე მარტივი,