Skip to main content

Posts

Showing posts from 2012

32-ე კვირა: მოლოდინები

მე და ჩემი პატარა კოკროჭინა ვიზრდებით და ვიზრდებით:)   იმ დღეს გავიგე, რომ ჩემი ორი დაქალიც ფეხმძიმეთაა, თუმცა ჯერ ძალიან პატარები არიან. მათ, რომ ველაპარაკებოდი ჩემი თავი გამახსენდა ორსულობის დასაწყისში. დღეს ვერც კი გამიაზრებია, რომ უკვე სულ ბოლოში ვარ, უკვე თითქმის მთელმა რვა თვემ განვლო, რაც ჩემი პატარა ანგელოზი ჩემს სხეულში იმყოფება.  ბოლო პოსტი 25-ე კვირას მაქვს დაწერილი, ახლა 32-ე კვირაა. დრო ძალიან ჩქარა გარბის. აღარც კი მახსოვს როდის ვიყავი ორი თვის, სამი თვის და ექვსი თვისაც კი. თავიდან ცელქობა, რომ დაიწყო მხოლოდ მე ვგრძნობდი, ცოტა მოგვიანებით ტატოც გრძნობდა. დედაჩემი ყოველდღე ადებდა ხელს მუცელს, მაგრამ ჩვენი პატარა კოკროჭინა მაინცდამიანც მაშინ ჩერდებოდა:) ამაზე დედაჩემი გიჟდებოდა ხოლმე. ახლა ისეთი დიდია უკვე, რომ გუშინ დედას თითქოს ეთამაშა კიდეც. დედა ხელით მიუკაკუნებდა, ის კიდე იქიდან მოარტყამდა:) ბევრი ვიხალისეთ. დე, მალე მეც უნდა გავხდე დედა. რა საოცარია არა?! ჯერ ვერც გამიაზრებია ბოლომდე, რომ სულ რაღაც 8-9 კვირაში მეც მეყოლება შვილი, რომელიც მერ

25-ე კვირა - ჩვენ მალე სამნი გავხდებით

კაცები, ალბათ, უფრო გვიან იაზრებენ მეუღლის ორსულობას, იმას, რომ მალე მამები უნდა გახდნენ. პრინციპში, გასაკვირი არც არის. მეც კი გამიჭირდა თავიდან იმის აღქმა, რომ შვილი უნდა მყოლოდა. ორსულობისას ქალის ხასიათი ძალიან იცვლება. ალბათ. მე ჩემი გადმოსახედიდან ვწერ.  მინდა, რომ ყველა ჩემსავით აღფრთოვანებული იყოს. შემიძლია მთელი დღე მხოლოდ ჩემს ფეხმძიმობაზე, ბავშვზე და ამგვარ რაღაცეებზე ვილაპარაკო. და როცა გარშემომყოფები შესაბამისად არ რეაგირებენ ჩემს განწყობილებაზე, ვღიზიანდები. ეს ძალიან ეგოისტურია და ვხვდები კიდეც ჩემს დანაშაულს. ამიტომ, ამ პოსტის საშუალებით ბოდიშს გიხდით ჩემი ოჯახის წევრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ახლა ჩემს ბლოგს კითხულობთ.  ორსულობა ყველაზე მეტად თავად მომავალ დედაზე მოქმედებს.  მიუხედავად იმისა, რომ ტატო მამა უნდა გახდეს, სრულად ისიც ვერასოდეს მიხვდება, ვერ გაიგებს, რას ნიშნავს ელოდო პატარას. სწორედ ამიტომ, შეიძლება მომავალი მამები ყოველთვის იმავე განწყობით არ იყვენენ, როგორც ჩვენ ვართ. და ეს საწყენი არ უნდა იყოს.  ამას ახლა ვწერ, მაგრამ ს

ისევ გიგრძენი

აი ისევ გიგრძენი! სადღაც შიგნიდან. მუცელში. ზუსტად ვერ ვიტყვი რა ადგილას. ეს უკვე მერამდენედ. რა სასიამოვნოა! წარმოუდგენლად სასიამოვნოა შენი შეგრძნება. ნეტა, რომელი ფეხი მომარტყი? მარცხენა თუ მარჯვენა? ნეტა როგორი ფეხუნები გაქვს?! ალბათ, ძალიან პაწაწინა, ლამაზი, ბუთქუნა, თეთრი... უკვე ძლიერი J პირველად რამდენიმე კვირის წინ გიგრძენი. შევცბი.  ვერ მივხვდი შენ რომ იყავი J მერე  ნაზად მახსენებდი თავს, ეხლა გაიზარდე და უფრო ძლიერად მირტყამ. ალბათ, მუსიკა გიყვარს, როცა ვუსმენ მაშინ ძალიან აქტიურობ. ან იქნებ, არ მოგწონს ის, რასაც ვუსმენ?! ძალიან მინდა მივხვდე რას გრძნობ, წუხდები თუ მოგწონს რამე. ეხლა 24-ე კვირაა. უკვე ნახევრაზე მეტი გავიდა. ბოლოს ექოსკოპიაზე რომ ვიყავი, მითხრეს რომ გოგონა ხარ J ძალიან გამეხარდა. ბიჭი რომ ყოფილიყავი, მაშინაც ძალიან გამეხრდებოდა, დედას გეფიცები. უკვე ისე მიყვარხარ, ყველაფერმა აზრი დაკარგა. ხანდახან სუნთვა მიჭირს, ჭამის მერე ძლივს ვსუნთქავ, მოხრით ვეღარ ვიხრები, სარკეში ჩემს თავს, რომ ვუყურებ ნელ-ნელა პატარა ,,ბეგემოწიკს“ ვემსგავ

ორსულობა და მოდა

რატომღაც მეგონა, რომ დავრჩებოდი თუ არა ფეხმძიმეთ მეორე თუ არა, მესამე თვეში მუცელი უკვე ისეთი დიდი მექნებოდა, რომ ყველა შეამჩნევდა ჩემს მდგომარეობას. თუმცა ასე არ მოხდა. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი ადამინის აღნაგობაზეა დამოკიდებული.     მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე თვეში ვარ, მაინც არ მაქვს ძალიან დიდი ღიპი :) ყოველ შემთხვევაში, ბევრი მეუბნება, რომ საერთოდ არ გეტყობაო. ეს ცოტა არ იყოს მაღიზიანებს, მაგრამ ხალხის უაზრო და უადგილო კომენტარებს ისე შევეჩვია, რომ ყურადღებას აღარაფერს ვაქცევ :) მოკლედ, რა მინდოდა, რომ ამით მეთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მუცელი საკმაოდ გვიან გახდა შესამჩნევი ფართო საზოგადოებისთვის, ნუ იფიქრებთ, რომ არ გავსუქებულვარ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში :) პირიქით, ძალიან მოვიმატე წონაში. თავიდან, ალბათ, როგორც ყველა მეც ვღელავდი გასუქების ამბავს, თუმცა მერე ვიფიქრე, რომ ამით შეურაცხყოფას ვაყენებდი ჩემს პატარას. ამიტომ გადავწყვტე ბოლომდე დავმტკბარიყავი 9 თვით, არ მეღელვა სიმსუქნეზე და მეჭამე როცა მინდა, რაც მინდა, რამდენიც მინდა (ხუმრობით, რა თ

პირველი განცდები :)

რაც ფეხმძიმეთ ვარ, ძალიან სენტიმენტალური გავხდი. ალბათ, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა და გასაოცარი არაფერია ამაში. ყველა წვრილმანზე მეტირება და ყველაფერზე ადვილად მიჩუყდება გული. ამასწინ თბილისში მორიგი ვიზიტის დროს უნივერსიტეტში შევიარე და იქ უხეშად დამელაპარაკა ერთი ქალბატონი. კინაღამ ტირილი მოვრთე, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი :) სხვა შემთხვევაში ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი ასეთ რამეს. მოკლედ, ასეთი სისულელეებიც მახასიათებს ამ ბოლო დროს :) დრამებისა და მელოდრამების ყურებისას ადრეც ვტიროდი, მაგრამ ეხლა რასაც ჰქვია ვბღავივარ :) აი რას მიშვება ჩემი პატარა ბუშტი :) გარდა სენტიმენტებისა, მომთხოვნიც გავხდი გარშემომყოფების (ძირითადად, ოჯახის წევრების) მხრიდან. ვითხოვ ძალიან ბევრ სითბოს, მოფერებას და გაგებას, ხანდახან ფრიად გაუგებარი საქციელისაც. ჩემ თავს ვამჩნევ, რომ ეგოისტი ვხდები და თან მომაბეზრებელიც. სულ მინდა, რომ მომეფერონ და პატარა ბავშვივით მომექცენ :) ჩემმა მეზობელმა მითხრა, ფეხმძიმობისას ქმარი და მისი სუნი შემძულდაო J პირდაპირ გასაოცარი რამაა. ჩემთან პირიქით ხდ

უსაქმურობის პერიოდი

უსაქმურობის სამი თვე გავატარე ზაფხულში J რაც ჩამოვედი აჭარიდან, ძირითადად, სულ სახლში ვიყავი. გვიან ვდგებოდი და მაინც მთელი დღე მეძინებოდა. ეს ორსულობის ერთ-ერთი გავრცელებული მახასიათებელია; სულ ძილი, დაწოლა და დასვენება გინდება. საჭმელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გამჩენია, არც ტოქსიკოზს შევუწუხებივარ. უბრალოდ, ერთხელ ბევრი სოსის შეჭმა მომიხდა (ჩემი ღორმუცელობის გამო) და მერე ისე შემძულდა სოსისი და ძეხვეულობა, რომ მის გახსენებაზე ახლაც ტანში მაჟრიალებს :) ასეთია ორსულობა, თავისებურს ხდის ადამიანს. პირველი ორი თვე ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მერე ნელ-ნელა დავწყნარდი. უფრო სწორედ, პირველმა გულის ცემის მოსმენამ დამაწყნარა. მე-13 კვირის ვიყავი  აღრიცხვაზე, რომ წავედით. ჩვენი პატარა უკვე კარგად ჩანდა ექოსკოპიის აპარატზე. ტატო ყველაფერს ხედავდა, მე - მხოლოდ ჩაწერილი წუთები ვნახე გასინჯვის შემდეგ. გულის ცემის ხმა, რომ გავიგე ამეტირა. რაღაც სასწაული შეგრძნება იყო.  ორსულობა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მოვლენაა ადამიანის ცხოვრ