Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2015

პლასტილინებით გამოძერწილი მზე

ფეხმძიმედ, რომ ვიყავი ძალიან ბევრს ვწერდი ჩემი განცდების შესახებ. იმაზე დიდი სასწაული არაფერია როცა იცი, რომ შენს სხეულში პაწაწკინტელა მეორე სხეული ბუდობს, რომელსაც თავისი სახლი აქვს იქ მოწყობილი.  ჯერ სულ პატარაა, არც ერთი ორგანო და ნაწილი არ აქვს გამოყოფილი, მაგრამ შენ უკვე უსაზღვროდ გიყვარს. მერე 18-ე კვირიდან სულ იმის მოლოდინში ხარ, როდის იგძნობ ამ პაწაწკინტელა სხეულის მოძრაობას, რომ ისწავლო , როდის არის ბედნიერი ან როდის წუხდება, როდის უხარია ან როდის შია J ნინი რომ გაჩნდა ერთადერთხელ დავწერე, დედობასთან დაკავშირებული  გრძნობების შესახებ და ისიც დედაჩემსისთვის. პატიებას ვთხოვდი ყველა წყენინებისთვის. ბანალურად ჟღერს, მაგრამ დედობა ძალიან რთული ყოფილა. რაც დრო გავა ამას უფრო კარგად ვიგრძნობ, ალბათ. დღეს ჩემმა დამ პლასტილინებით გამოძერწილი მზისა და ყვავილების სურათი დადო fb- ზე. მან და ნინიმ გააკეთეს. უცებ ძალიან საშინელი გრძნობა დამეუფლა. წამი დამენანა. წამი, რომელიც ჩემს დებილურ სამსახურში, დებილურ კომპიუტერთან, დებილური საქმის კეთებაზე დავხარჯე და არა ჩემს შვილთან ერთად პ