Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2017

წერა მომინდა კრაკოვში

საოცრებების ქალაქია კრაკოვი. ემოციებით ივსები. ამინდები გაგიჟებს. ქუჩები გავსებს. ხალხი გახალისებს. დიდი ხნის მერე პირველად ვიგრძენი, რომ უნდა დავწერო. ეს კრაკოვის ბრალია. კრაკოვი პოლონეთი ერთი ჩვეულებრივი ქვეყანაა. არაფრით გამორჩეული. რამდენიმე წლის წინ ვიყავი. არ მქონია სიუცხოვის განცდა. ვფიქრობდი კრაკოვზე, რომელიც წინა ჯერზე ვერ ვნახე. ქალაქის ცენტრი პატარა ძველი ქალაქია. ბევრი წრიული ქუჩა, რომელიც ცენტრალურ მოედანს ერტყმის გარშემო. ბევრი ძველი სასახლის მსგავსი შენობაა გარშემო. სასახლეც არის. მოედანზე სუვენირების მაღაზიებია ჩაწყობილი. ბევრი ქარვა -  ქარვის მძიმები, ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები. ქარვა ყვითელია. ყვითელი სითბოს, სიხარულის ფერია. კრაკოვიც ასეთი ყოფილა. სუვენირებში ბევრი „დრაკონჩიკებიa“ :) კრაკოვში თურმე დრაკონები ცხოვრობდნენ. დღე 1-ლი საუზმეზე ებრაელი მეგობრები გავიცანით. ჩვენთან ერთად არიან სასტუმროში. ტომერი და ნეტა, ხალხი სასწაული :) ტრენინგზე თერთმეტნი ვართ: ექვსი ქართველი, ოთხი ებრაელი და ერთი არაბი (მანალი მეორე დღეს შემოგვიერთდა).