Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2013

მაპატიე დე

მას შემდეგ, რაც ნინიკო დაიბადა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყველაფერმა აზრი დაკარგა, გარდა ერთისა - ჩემი შვილის. ყველა ფიქრი, ფიქრის ნაგლეჯიც კი მასთან არის დაკავშირებული, ყველა აზრი მის გარშემო ტრიალებს, ყველაფერში მისი სახე, პატარა თათუნები, თვალები ისახება, ყველგან მისი სურნელი ტრიალებს. ეს გრძნობა, ალბათ, შენთვისაც ნაცნობია. შენც ხომ დედა ხარ, ჩვენი დედა. ნინის დაბადებამ დედა-შვილობაზე დამაფიქრა. რთული და იმავე დროს ყველაზე ტკბილი ყოფილა დედობა. ჩემმა დედობამ მე და შენი დედაშვილობა გამახსენა. მე, ახლა ერთდროულად შვილც ვარ და დედაც, და ცხოვრებას ორი განსხვავებული გადმოსახედიდან დავუწყე ყურება. ამ ბოლო დროს, მომავალზე უფრო ხშირად დავიწყე ფიქრი, მომავალზე, რომელიც სავსეა ნინით, ჩვენი მომავალი ურთიერთობით. მინდა ჩემი თავი მთლიანად მას მივუძღვნა ყველანაირი საპასუხო რეაქციის მოლოდინის გარეშე. ალბათ, ეს არის დედობის მთელი არსი, როცა ხვდები, რომ ამ ქვეყანაზე შვილების გარდა ყველაფერი უაზრობაა. სწორედ ამ განცდებმა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა. დღითი-დღე უფრო ძლიერად ვიაზრ