Skip to main content

Posts

Showing posts from 2015

მუსიკა თხილიანი შოკოლადის არომატითა და ლიმნის სურნელით

თუკი შორიდან მუსიკის ხმას გაიგონებ, იცოდე, რომ ეს მე ვარ. მე, რომელიც სადღაც უსასრულობაში დაიკარგა და გზას ეძებს, მუსიკა კი, ამ შემთხვევაში, ლამპრის მაგივრობას სწევს. ცუდი და, ამავე დროს, სასწაული ფუნქცია აქვს ნაკისრები სიტყვებს. შეუძლიათ ერთდროულად დაანრგიონ და ააშენონ კიდეც. ზოგჯერ უსიტყვობა ჯობია სიტყვიანობას, მაგრამ ამასაც გარკვეული გარემო და ადამიანები ჭირდება. ზოგს შეუძლია უსიტყვობაში ჩაიძიროს, ზოგს - არა. მე მიყვარს სიტყვები, მაგრამ მაშინ, როცა ჩემი სიტყვების მნიშვნელობას ადამიანები ხვდებიან, სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აზრს კარგავს თითოეული სიტყვა. მაგრამ ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, იმდენად შეგვიპყრობს განცდა, რომ ჩვენი სიტყვების მნიშვნელობას ხვდებიან, აღარ ვფიქრობთ და ვიწყებთ მათ გაცოცხლებას, ერთი მეორის მიყოლებით, მათი ბედი კი თავიდანვე განსაზღვრულია - ქარი წაიღებს, სადღაც შორს უსასრულობაში. ყველაზე საინტერესო მოქმედება დაცემაა, განსაკუთღებით მაშინ, როცა აღიარების შნო გაქვს. მერე ყველაფერი თაფლის სურნელით ივსება. თაფლის სურნელი ხომ იცით როგორია? ოდნავ ტკბილი, მაგრა

ჩემი სამყარო ვარდისფერია

მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი ვარდისფერია. ვარდისფერი ლამაზი ფერია, ნათელი, მსუბუქი, ხანდახან სულელურიც კი J მაგრამ მე მაინც მირჩევნია ყველა დანარჩენ ფერს. მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი მზიანი, უსაზღვროდ მზიანი და თბილია. გაიხადავ მასში და გულში, უეცრად, იღვრება, რაღაც ენით გადმოუცემელი, ვარდისფერი სითბო და სიამოვნება. თან აქედან თვალისმომჭრელ მზესაც შეგიძლია თვალი გაუსწორო და პირდაპირ, ურცხვად შეხედო. მზე ცოტას გაბრაზდება, მაგრამ მაინც გაპატიებს იმიტომ, რომ შენ ვარდისფერი სათვალე გიკეთია. მე ვარდისფერ სათვალეს ვირჩევ იმიტომ, რომ აქედან ყველაფერი მშვიდი, მარტივი და უბრალოა. მერე მეც ვმშვიდდები და ჩემი სამყაროც. ჩემს სამყარს სჭირდება სულელური ვარდის ფერი და ამიტომაც ვირჩევ მე მას! ხანდახან იბურება ჩემი ვარდისფერი სათვალე, მტვერი ედება ზედ და მზე ისე კარგად აღარ ჩანს. თითქოს, ჩემი სამყაროც მტვრიანი და ძნელად გასარჩევი ხდება, უცბად ბურუსი ისადგურებს... მაგრამ იცი რა? სათვალის გაწმენდა ძალიან მარტივია, ისეთივე მარტივი,

პლასტილინებით გამოძერწილი მზე

ფეხმძიმედ, რომ ვიყავი ძალიან ბევრს ვწერდი ჩემი განცდების შესახებ. იმაზე დიდი სასწაული არაფერია როცა იცი, რომ შენს სხეულში პაწაწკინტელა მეორე სხეული ბუდობს, რომელსაც თავისი სახლი აქვს იქ მოწყობილი.  ჯერ სულ პატარაა, არც ერთი ორგანო და ნაწილი არ აქვს გამოყოფილი, მაგრამ შენ უკვე უსაზღვროდ გიყვარს. მერე 18-ე კვირიდან სულ იმის მოლოდინში ხარ, როდის იგძნობ ამ პაწაწკინტელა სხეულის მოძრაობას, რომ ისწავლო , როდის არის ბედნიერი ან როდის წუხდება, როდის უხარია ან როდის შია J ნინი რომ გაჩნდა ერთადერთხელ დავწერე, დედობასთან დაკავშირებული  გრძნობების შესახებ და ისიც დედაჩემსისთვის. პატიებას ვთხოვდი ყველა წყენინებისთვის. ბანალურად ჟღერს, მაგრამ დედობა ძალიან რთული ყოფილა. რაც დრო გავა ამას უფრო კარგად ვიგრძნობ, ალბათ. დღეს ჩემმა დამ პლასტილინებით გამოძერწილი მზისა და ყვავილების სურათი დადო fb- ზე. მან და ნინიმ გააკეთეს. უცებ ძალიან საშინელი გრძნობა დამეუფლა. წამი დამენანა. წამი, რომელიც ჩემს დებილურ სამსახურში, დებილურ კომპიუტერთან, დებილური საქმის კეთებაზე დავხარჯე და არა ჩემს შვილთან ერთად პ

ვინ უფრო ძლიერია?

რამდენიმე დღის წინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა: „რთულ სიტუაციებში ადამიანის სიძლიერე და სისუსტე სიჩუმით გამოიხატებაო. ის, ვინც ჩუმდება ძლიერია, ვინც ბევრს ლაპარაკობს, სუსტიო.“ დავფიქრდი. მართალი გითხრა დღემდე ვერ მომიფიქრებია კომენტარი ამ სიტყვებისთვის. ვინ არის ძლიერი? ვინ არის სუსტი? განა ყველა სუსტები არ ვართ?! ხანდახან ვინმეს წინაშე თავი ძლიერებად, რომ მოგვაქვს განა ეს მართლა სიძლიერეა?! დედაჩემისგან სულ მესმის, რომ ჩემთვის ყველაფერი ადვილია, რადგან მე ,,ყურს იქით გატარება“ შემიძლია :) ერთხელ სტატიაც კი მომიძღვნა, გაბრაზებულმა, სოციალურ ქსელში. მე კიდევ არც კი ვცდილობ გავუქარწყლო ეს შეხედულება. განა ეს ჩემს სიძლიერედ ითვლება? არავინ არ ფიქრობს, რომ ესეთი „ყურს იქით გატარებები“ ძლიერად თავის მოჩვენების საუკეთესო საშუალებაა. გარწმუნებ დედა არ ვარ ისეთი „სულერთია“, როგორადაც თავს გაჩვენებთ. უბრალოდ იქ სადაც, ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს სიტყვებს, გაჩუმებას ვარჩევ ხოლმე. ყველას თავისი სიმართლე ხომ აქვს! არ იფიქრო, რომ თავი ყველაფერში მართალი მგონია. პირიქით, მუდმივა წინააღმდგობებში ვარ