Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2020

სარო - ჩვეულებრივ-არაჩვეულებრივი სოფელი სამხრეთ საქართველოში

პირველად ვარძია რომ ვნახე, ალბათ, დაახლოებით ათი წლის ვიქნებოდი. გზად ერთი მოსახვევია, მარჯვნიდან იშლება „ის“ - თვალწარმტაცი, დიადი, დამამუნჯებელი. მას შემდეგ ყოველ ჯერზე ასეთი შთაბეჭდილება მიპყრობს, როცა იმ მოსახვევში შევდივარ. დამიჯერეთ არც თუ ისე იშვიათად მიხვდება ფეხი აქ. მაგრამ დღეს ვარძიაზე არ ვაპირებ წერას. გზად ერთი პატარა სოფელია, დაახლოებით 50 კომლით. თურმე შარშან სოფლის საშუალო სკოლაში პირველი კლასიც კი არ გახსნილა. ბევრმა არც კი იცის მისი არსებობის შესახებ. მაგრამ ის აქ არის, ჯავახეთში, ასპინძასთან ძალიან ახლოს, ადვილად მისასვლელი, სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილი, საუკუნეების ისტორიის საბადო.  სოფელი სარო, მესხური ოდა იკითხვათ ალბათ, რა სოფელია ასეთი, ვარძიის გვერდით მასზე რომ დაგაწყებინებს წერას და საუბარსო?! სარო ერთი პატარა ჩვეულებრივ-არაჩვეულებრივი სოფელია ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. ასპინძიდან 17 კილომენტრითაა დაშორებული. იქ მოსახვედრად ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური გზიდან მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ   და აღმართს აუყვეთ. სერპანტინი საკმაოდ გრძე