კაცები, ალბათ, უფრო გვიან იაზრებენ მეუღლის ორსულობას, იმას, რომ მალე მამები უნდა გახდნენ. პრინციპში, გასაკვირი არც არის. მეც კი გამიჭირდა თავიდან იმის აღქმა, რომ შვილი უნდა მყოლოდა. ორსულობისას ქალის ხასიათი ძალიან იცვლება. ალბათ. მე ჩემი გადმოსახედიდან ვწერ. მინდა, რომ ყველა ჩემსავით აღფრთოვანებული იყოს. შემიძლია მთელი დღე მხოლოდ ჩემს ფეხმძიმობაზე, ბავშვზე და ამგვარ რაღაცეებზე ვილაპარაკო. და როცა გარშემომყოფები შესაბამისად არ რეაგირებენ ჩემს განწყობილებაზე, ვღიზიანდები. ეს ძალიან ეგოისტურია და ვხვდები კიდეც ჩემს დანაშაულს. ამიტომ, ამ პოსტის საშუალებით ბოდიშს გიხდით ჩემი ოჯახის წევრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ახლა ჩემს ბლოგს კითხულობთ. ორსულობა ყველაზე მეტად თავად მომავალ დედაზე მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ტატო მამა უნდა გახდეს, სრულად ისიც ვერასოდეს მიხვდება, ვერ გაიგებს, რას ნიშნავს ელოდო პატარას. სწორედ ამიტომ, შეიძლება მომავალი მამები ყოველთვის იმავე განწყობით არ იყვენენ, როგორც ჩვენ ვართ. და ეს საწყენი არ უნდა იყოს. ამას ...