Skip to main content

25-ე კვირა - ჩვენ მალე სამნი გავხდებით



კაცები, ალბათ, უფრო გვიან იაზრებენ მეუღლის ორსულობას, იმას, რომ მალე მამები უნდა გახდნენ. პრინციპში, გასაკვირი არც არის. მეც კი გამიჭირდა თავიდან იმის აღქმა, რომ შვილი უნდა მყოლოდა.

ორსულობისას ქალის ხასიათი ძალიან იცვლება.

ალბათ.

მე ჩემი გადმოსახედიდან ვწერ. 

მინდა, რომ ყველა ჩემსავით აღფრთოვანებული იყოს. შემიძლია მთელი დღე მხოლოდ ჩემს ფეხმძიმობაზე, ბავშვზე და ამგვარ რაღაცეებზე ვილაპარაკო. და როცა გარშემომყოფები შესაბამისად არ რეაგირებენ ჩემს განწყობილებაზე, ვღიზიანდები. ეს ძალიან ეგოისტურია და ვხვდები კიდეც ჩემს დანაშაულს. ამიტომ, ამ პოსტის საშუალებით ბოდიშს გიხდით ჩემი ოჯახის წევრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ახლა ჩემს ბლოგს კითხულობთ. 

ორსულობა ყველაზე მეტად თავად მომავალ დედაზე მოქმედებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ტატო მამა უნდა გახდეს, სრულად ისიც ვერასოდეს მიხვდება, ვერ გაიგებს, რას ნიშნავს ელოდო პატარას. სწორედ ამიტომ, შეიძლება მომავალი მამები ყოველთვის იმავე განწყობით არ იყვენენ, როგორც ჩვენ ვართ. და ეს საწყენი არ უნდა იყოს. 

ამას ახლა ვწერ, მაგრამ საღამოზე შეიძლება ისევ გავნაწყენდე რამე უაზრობაზე:)

თუმცა იმაზე სასიამოვნო, ალბათ, არაფერია როცა შენი მეორე ნახევარი მუცელზე ხელს გადებს და შენს პატარას ეფერება. მახსოვს ერთხელ ტატომ ისე თბილად თქვა - ,,ჩვენ მალე სამნი გავხდებითო“, რომ ლამის ვიტირე:)
 
25-ე კვირა დაიწყო და ჩემი ციცქნაც უფრო დიდი და დიდი ხდება. ყოველ კვირას ათასგვარ საიტს ვსტუმრობ,  რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია რომ გავიგო ნაყოფის გავითარების შესახებ. 

ჩემი ბუსუსის მოძრაობები უფორ მოწესრიგებული, აქტიური და ძლიერი გახდა. ახლა ყოველ საღამოს, ძილის წინ ტატოც გრძნობს თავისი შვილის ანცობას. სადღაც წავიკითხე, რომ როცა მუცელზე მამის ხელია, ნაყოფი ამას გრძნობს და მშვიდდება.
გუშინ ტატომ მოფერება დაუწყო და თან ეუბნებოდა, მომარტყი, მომარტყიო და ჩვენმა პატარა ,,ანგელოჩიკმაც“ სასწრაფოდ დაიწყო მოუსვენრობა:)
 
სასწაულია!..

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)