![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh1w5nncf0-i3wmi-V6jTrlu1FIyRFkLEPSMfcJpZcYowmLsXLHRUnbuORAzkRxGEFPo0fGaRnxO78xotgNTYeHJn1D4tU3Dzhwz0CUjBuD584RBWbfLWhN12YY-CyUjI9rUBFfJgoAL18/s400/url.jpg)
დღეს მახალაკიძეებიდან წამოვედით ახალციხეში. შუახევიდან
ბათუმში, რომ ჩამოვედით ცოტა ხნით ავტოსადგურში მოგვიწია გაჩერება (ახალციხის ,,მარშრუტკას“
ველოდებოდით). ხოდა, აქ დგომისას ბევრი რამე დავაფიქსირე და ბევრ რამეზეც დავფიქრდი.
პირველ რიგში, მოგიყვებით მძღოლების შესახებ. ალია მახალაკიძეების
,,მარშრუტკის“ მძღოლია (ერთ-ერთი). მეორე მძღოლს ალექსი ჰქვია, თუმცა სოფლის მაცხოვრებლების
უპირობო სიყვარულით მხოლოდ ალია სარგებლობს, რომელიც, მართლაც, რომ კარგი ადამიანია :)
ალიას ,,მომსახურების" მრავალჯერადად სარგებლობისას ერთი
რამ დავასკვენი:) საერთოდ, სოფლის მაცხოვრებლებს განსაკუთრბული დამოკიდებულებები აქვთ
გარკვეული თანამდებობის მქონე თანასოფლელების მიმართ, მაგალითად, დირექტორის, მასწავლებლების,
თავმჯდომარის. თუმცა, ამგვარი განსაკუთრებული დამოკიდებულებები ,,მარშრუტკის“ მძღოლისადმიც
არსებობს.
დღეს დილით ალიას ,,მარშრუტკით“, რომ გავდიოდით სოფლიდან
ზოგიერთი მახალაკიძეელი დახვდა მას და რაღაც-რაღაცეები დააბარა ამოსატანად (ასეთი რამ
ხშირად ხდება, თავად ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა პატივისცემას იმსახურებს
მძღოლი). ერთი კაცი მოვიდა, ალიას კეტები მოუტანა. აღმოჩნდა, რომ წინა დღით ბათუმიდან
ამოეტანა, მის შვილს კი პატარა მოსვლოდა და ახლა უნდოდა, რომ ალიას წაეღო, გამოეცვალა
და სწორი ზომა ამოეტანა სოფლეში:)
ამ კაცმა გამყიდველის ზუსტი ადგილსამყოფელიც კი არ იცოდა ბაზრობაზე, მაგრამ ალია ასეთი
სიტყვებით გაამხნევა: ,,შენ ჭკვიანი კაცი ხარ, ალიავ, აუცილებლად მიაგნებო.“ ალიამ
გაიცინა და წავიდა. წარმოიდგინეთ რამდენად სასაცილო სიტუაცია შეიქმნა:)
დარწმუნებული ვარ, რომ ალია მეორე დღეს აუტანდა კეტს
სოფლის მაცხოვრებელს და ყველა ბედნიერი დარჩებოდა, თუმცა ამგავრი შემთხვევები ბევრგან
კი არ ხდება! ჩვენი სოფლის ,,მარშრუკა“ კი ნამდვილად გამოირჩევა სასაცილო ისიტორიებითა
და შემთხვევებით.
Comments
Post a Comment