Skip to main content

17 დეკემბერი, 2011 წელი


გადავწყვიტე ბლოგის წერა განვაახლო. რამდენიმე პოსტი აჭარის შესახებ გამოუქვეყნებელი დამრჩა, ამიტომ მინდა ჯერ ისინი გამოვაქვეყნო და შემდეგ შევუდგე ახალი ისტორიების წერას:) მართალია ძველი პოსტები ძველი თარიღებით არ დაიდება, მაგრამ ყველას მივაწერ იმ რიცხვს, როცა დავწერე. შეიძლება ბევრისთვის ეს უინტერესო იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, ისტორიების ციკლი აჭარის შესახებ დაუსრულებელი დამრჩა და
ეს რამდენიმე ისტორია ამ ციკლს ნამდვილად სრულყოფს.

ბარბარობა გვეწვია აჭარაში. დილით გვიან ავდექით, შაბათი დღე იყო მაინც:) ლობიანები არ გამოვაცხე წინა დღით და დილიდან შევუდექი მზადებას. ჩვენი პირველი სტუმარი და, წლვანდელ წელს ჩვენი მეკვლე თალიბა პაპა გახდა.

პირველად თალიბა პაპა რომ გვესტუმრა, ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, ჯერ ნათელა და როსტომი (სახლის პატრონები) წასულები არც იყვნენ. თალიბამ თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო საუბარი და მე და ტატომ გავიფიქრეთ, რომ ეს კაცი, აუცილებლად, ჩვენი მეგობარი უნდა გამხდარიყო.

თალიბა პაპა და ტატო თუთუნს ახვევენ
თალიბა პაპა (ტატო მას შერიფოვიჩს ეძახის) 66 წლის მოხუცია, სოფლეში მეუღლესთან (შუშანა ჰქვია) და ორ ბადიშთან ერთად ცხოვრობს. შვილები ქალაქში არიან.

სახლის პატრონები, რომ წავიდნენ თალიბამ ყოველდღიურად დაიწყო ჩვენთან სიარული. ტატო შუა დღემდე მარტო არის ხოლმე სახლში და მისი ვიზიტები უადვილებს მარტოობას:) ხან წიგნები მოაქვს, ხან ისტორიებს ყვება. ცხოვრების ნახევარზე მეტი გზაში აქვს გატარებული (მძღოლად მუშაობდა) და ამიტომ, ისტორიებიც ბვერი დაუგროვდა.

ამასწინ ჩვენი ჩამოტანილი წიგნები გაატანა ტატომ ისე, რომ მე არც ვიცოდი. ამ წიგნებში ერია შექსპირის სონატების კრებული. ბარბარობას, რომ მოვიდა ჩვენი წიგნებიც მოიტანა, წაიკითხეთო, თავისი ჩანაწერებიც წამოგვიღო, წაიღეთ ახალციხეში, ქსეროასლები გააკეთეთ და შეინახეთო. შექსპირის სონეტებზეც ჩანაწერები გაეკეთებინა. თავის მართლების მიზნით ბოდიში მოგვიხადა, დაუკითხავად გავაკეთეო. ცოტა გავბრაზდი, მაგრამ რაღას ვიზამდი, ამიტომ არ შევიმჩნია. ეს წიგნი ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. მერე გვერდზე მომიჯინა და თავისი ჩანაწერების კითხვა მთხოვა. პირველ გვერდზე ერთი პატარა ფურცელი იყო ჩაკრული და ზედ ლექსი ეწერა:

               შვილიშვილებს
თქვენ ჩემი გულის კელაპტარი ხართ,
ოქროს შანდალში სანთლად ქცეული,
გოგო არ მყავდა, თქვენ მომევლინეთ,
მიტომ ვარ თქვენთვის გადარეული.
თქვენ როცა სუნთქავთ, მეც მაშინ ვსუნთქავ,
სუნთქვა-სუნთქვაზე არის ხვეული,
თუ თქვენ თვალებზე სევდას შევამჩნევ,
მიხვდით, რომ მაშინ ვხვდები სნეული.
მიყვარხართ ძლიერ, ოხ როგორ ძლიერ,
ვერ ვძლებ ერთ წუთსაც, რომ არ გიხილოთ,
თუ არ გიყვარვართ თქვენაც ჩემსავით,
გთხოვთ, სიკვდილამდე არ გამიმხილოთ.

თალიბა პაპამ თქვა, რომ ბოლოში მინდოდა ესე დამემთავრებინაო: ,,გთხოვთ, თქვენ წასვლამდე არ გამიმხილოთ“-ო. გაგვეცინა. ისეთი გულისამაჩუყებელი ლექსი იყო, რომ ბრაზმა უცებ გადამიარა.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)