Skip to main content

უსაქმურობის პერიოდი


უსაქმურობის სამი თვე გავატარე ზაფხულშიJ რაც ჩამოვედი აჭარიდან, ძირითადად, სულ სახლში ვიყავი. გვიან ვდგებოდი და მაინც მთელი დღე მეძინებოდა. ეს ორსულობის ერთ-ერთი გავრცელებული მახასიათებელია; სულ ძილი, დაწოლა და დასვენება გინდება.

საჭმელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გამჩენია, არც ტოქსიკოზს შევუწუხებივარ. უბრალოდ, ერთხელ ბევრი სოსის შეჭმა მომიხდა (ჩემი ღორმუცელობის გამო) და მერე ისე შემძულდა სოსისი და ძეხვეულობა, რომ მის გახსენებაზე ახლაც ტანში მაჟრიალებს :)

ასეთია ორსულობა, თავისებურს ხდის ადამიანს.

პირველი ორი თვე ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მერე ნელ-ნელა დავწყნარდი. უფრო სწორედ, პირველმა გულის ცემის მოსმენამ დამაწყნარა.
მე-13 კვირის ვიყავი  აღრიცხვაზე, რომ წავედით. ჩვენი პატარა უკვე კარგად ჩანდა ექოსკოპიის აპარატზე. ტატო ყველაფერს ხედავდა, მე - მხოლოდ ჩაწერილი წუთები ვნახე გასინჯვის შემდეგ.

გულის ცემის ხმა, რომ გავიგე ამეტირა. რაღაც სასწაული შეგრძნება იყო. 

ორსულობა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. შენში ისახება, ვითარდება და ცხოვრობს მეორე სიცოცხლე:) ამაზე დიდი სასწაული რა შეიძლება იყოს?! შენს სხეულში ერთდროულად ორი გული ცემს. მეორე, პატარა გულის პატრონს შენში თავისი გარემო აქვს შექმნილი და იქ მყუდროდ ატარებს ცხრა თვეს. თან გაზრდასთან ერთად, შენც მუდმივად გახსენებს თავს:) ყველაფრით ერთმანეთთან ხართ დაკავშირებულნი, განცდებით და ემოცებითაც კი.

ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე ადგილას სამსახურის დაწყების ვარიანტი გამომიჩნდა, მაგრამ იმდენად მოდუნებული და გაზარმაცებული ვიყავი, რომ უარი ვთქვი.

დედაჩემმა საბავშვო ბიბლია მომცა და იმას ვათვალიერებდი და ვკითხულობდი საღამოობით. ერთი პერიოდი ხატვა გადავწყვიტე, მაგრამ მერე ვერაფრით დავუდე გული. რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფეხმძიმე ქალმა ან უნდა ქსოვოს, ან ქარგოს, ან დაუკრას, იმღეროს, ხატოს,  მოკლედ, რამე სასარგებლო და სასიამოვნო აკეთოს. რატომ ვფიქრობდი ასე ვერ გეტყვითJ მე ვერაფერს დავუდე გული, მხოლოდ ძილი მინდოდა. ბოლოს გადავწყვიტე მექარგა და ორი პატარა, თუმცა საკმაოდ ლამაზი, ნახატი მოვქარგეJ მესამის ქარგვა აღარ დამცალდა, სამსახური დავიწყე.

ჩემი ნაქარგები
სამსახურში თარგმნას, რომ მოვრჩები ხანდახან დრო მრჩება ხოლმე, ამიტომ გადავწყვიტე ბლოგი განვაახლო და ვწერო. თან მინდა, რაც შეიძლება ბევრი მოსაგონარი რამ დამრჩეს ამ პერიოდის შესახებ.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)