Skip to main content

23 მაისი, 2012 წელი



ამდენი ჭიანჭველა ერთად არსად მინახავს.

აპრილის ბოლოს შუახევში, რომ დავბრუნდით, სახლი სავსე იყო ჭიანჭველებით. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ისინიც გამოსულიყვნენ გარეთ და ,,შეტევებს“ ახორციელებდნენ ადამიანთა სახლებზე. 

როსტომი და ნათელა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ამოსულიყვნენ სოფელში. ისინი პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, ჩვენს ჩამოსვლამდე ჭიანჭველებს უკვე მოესწროთ ამ სართულის ,,დაპყრობა“ და როგორც კი მეორე სართულიც ,,გავაცოცხლეთ“, იქაც გვესტუმრნენ. ეს დღე, ალბათ, არასოდეს დამავიწყდება. 

საერთოდ ცხოველების მიმართ ზიზღის გრძნობა არ მაქვს. მახსოვს ჯერ კიდე პატარა ვიყავი, როცა დედაჩემმა, ყვავილებისთვის მიწის მოგროვების დროს, ჭიაყელა იპოვა და ხელზე დამისვა. მაშინ ძალიან შემეშინდა, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ეს პატარა წითელი არსება არაფერს დამიშავებდა დავწყნარდი. დედაჩემის წყალობით ასეთივე წარმატებით ,,გავიცანით“ მე და ჩემმა დამ ბაყაყი, ხვლიკი და სხვადასხვა მწერები თუ ცხოველები. არც ჭიანჭველა შემზიზღებია როდესმე, მაგრამ აჭარელმა ჭიანჭველებმა ჩემი დამიკიდებულება შემაცვლევინეს.

იმ დილით სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდი, უცებ გასარეცხი ჭიქა დავინახე და გადავწყვიტე წყალთან ჩამეტანა, მაგრამ ხელი რომ მოვკიდე ჭიქას, ლამის გული წამივიდა. თეთრი ჭიქა შიგნიდან შავი გამხდარიყო. ათეულობით პატარა ჭიანჭველა გაუჩერებლად დაფუსფუსობდა შიგ. მოკლედ ასე აღმოვაჩინე უამრავი ჭიანჭველა ოთახის ყველა კუთხე-კუნჭულში. ამ პატარა მოფუსფუსე არსებების დანახვამ ისე შემძრა, რომ უეცრად მთელ ტანზე ქავილი დამაწყებინა. ასე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ჭიანჭველების მიმართ და ასე გავხდი მათი დაუძინებელი მტერი.

საბოლოოოდ, ვერაფერი მოვუხერხეთ ამ ჭიანჭველებს, როგორვ კი იწვიმებდა გარედან სახლში შემოდიოდნენ და მერე იწყებოდა არ დავიწყება, საწოლშიც კი აღმოგვიჩენია რამდენიმე. ალბათ, სახლები უსველდებოდათ საწყლებს და თავშესაფარს ეძებდნენ.

ერთხელ, დიდი წვიმის შემდეგ, ღამის ორ საათზე ტატომ შეშფოთებით გამაღვიძა,  მეჩვენება თუ იატაკი შავიაო. შუქი რომ ავანთეთ, ჭიანჭველების ბუნაგში გვეგონა თავი. ყველგან ისინი იყვნენ, იატაკზე, კედლებზე, წიგნებში და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ კარების ღრიჭოებიდან ემატებოდნენ და ემატებოდნენ ახალ-ახალი რაზმები. მოკლედ, მარკესის ,,მარტოობის ასი წელი“ გამახსენდა:)
 
ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ მოვუხერხეთ, ნამდვილი ,,ჟივადიორსტვა“ ჩავიდინეთ, იატაკზე წყალი დავასხით და რამდენიმ წუთში ჭიანჭველების გორა დავაყენეთ. სასწაული მეორე დღეს მოხდა. საღამოთი ვიჯქი და იატაკს ვუყურებდი, როცა დავინახე ცოცხალ ჭიანჭვლებს თავისი მკვდარი თანამოძმეები როგორ მიყავდათ და კარის ღრიჭოდან გარეთ გაყავდათ. საოცარი იყო პირდაპირ!
მაშინ მივხვდი, რა საშინელება ჩავიდინე :( ძალიან შემეცოდნენ ეს პატარა არსებები და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჭიანჭველა არასოდეს მომეკლა.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)