აი ისევ გიგრძენი!
სადღაც შიგნიდან. მუცელში. ზუსტად ვერ ვიტყვი რა ადგილას.
ეს უკვე მერამდენედ. რა სასიამოვნოა! წარმოუდგენლად
სასიამოვნოა შენი შეგრძნება.
ნეტა, რომელი ფეხი მომარტყი? მარცხენა თუ მარჯვენა?
ნეტა როგორი ფეხუნები გაქვს?! ალბათ, ძალიან პაწაწინა, ლამაზი, ბუთქუნა, თეთრი... უკვე
ძლიერიJ
პირველად რამდენიმე კვირის წინ გიგრძენი. შევცბი. ვერ მივხვდი შენ რომ იყავიJ მერე ნაზად
მახსენებდი თავს, ეხლა გაიზარდე და უფრო ძლიერად მირტყამ.
ალბათ, მუსიკა გიყვარს, როცა ვუსმენ მაშინ ძალიან აქტიურობ.
ან იქნებ, არ მოგწონს ის, რასაც ვუსმენ?! ძალიან მინდა მივხვდე რას გრძნობ, წუხდები
თუ მოგწონს რამე.
ეხლა 24-ე კვირაა. უკვე ნახევრაზე მეტი გავიდა. ბოლოს
ექოსკოპიაზე რომ ვიყავი, მითხრეს რომ გოგონა ხარJ
ძალიან გამეხარდა. ბიჭი რომ ყოფილიყავი, მაშინაც ძალიან გამეხრდებოდა, დედას გეფიცები.
უკვე ისე მიყვარხარ, ყველაფერმა აზრი დაკარგა.
ხანდახან სუნთვა მიჭირს, ჭამის მერე ძლივს ვსუნთქავ,
მოხრით ვეღარ ვიხრები, სარკეში ჩემს თავს, რომ ვუყურებ ნელ-ნელა პატარა ,,ბეგემოწიკს“
ვემსგავსები, ხანდახან გული ისე მიჩქარდება, მგონია, რომ უნდა ამომივარდეს...მაგრამ
შენ რომ ფეხს მომარტყამ, თითქოს ყველაფერი მავიწყდება და აღარც ვწუწუნებ, აღარც ვღელავ,
ჩუმად დაგიგდებ ყურს, რომ კიდევ შეგიგრძნოJ
ყველაზე ცუდად იცი
როდის ვარ? როცა არ მახსენებ, რომ აქ ხარ ჩემს გვერდით. მაგრამ მერე ტატო ერთვება
საქმეში, ხელს გადებს და შენც, უცებ, აფართხალდები ხოლმე. გრძნობ, მამას, დედასJ
საოცრება ხარJ
სასწაული ხარJ
ჯერ კიდევ დიდი დროა შენს დაბადებამდე, მაგრამ უკვე
მოუთმენლად გელოდებიJ
სამსახურიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ, რომ ხშირად ვერ
გელაპარაკები და მერე ვნერვიულობ ამაზე, ვერც გიმღერი და ხანდახან ძალიან ვღელავ იმაზე,
როგორი დედა ვიქნებიJ
მაგრამ, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ, ასეთი
შიშები ყველას აქვს და ეს ბუნებრივიც არის.
მთავარია, რომ შენს ჩემს გვერდით ხარ, თან ყველაზე ახლოს...აქვე,
ჩემთან, ჩემში!
Comments
Post a Comment