Skip to main content

15 მარტი, 2012 წელი



მახალაკიძეების სკოლაში პირველი და მეორე კლასები კლასკომპლექტების სახითაა. თანაც ამ სოფელში პერიფერიული სკოლაც არსებობს ანუ იმ ადგილებში, რომელიც ცენტრალური სოფლიდან ძალზედ დაშორებულია მეორე, ოთხწლიანი სკოლაა გახსნილი. ბავშვები, რომლებიც იქ ოთხწლედს ამთავრებენ, შემდეგ ცენტრალურ სკოლაში გადმოდიან სასწავლებლად. პირველი და მეორე კლასი იქაც კლასკომპლექტის სახითაა. მოკლედ, თავიდან მომიწია იმ მეორე სკოლაში სიარულიც, მაგრამ მერე ძალიან გამიჭირდა და, ახლა, ის ბავშვები კვირაში ორჯერ ცენტრალურ სკოლაში მოჰყავთ და აქაურ პირველ-მეორე კლასთან ერთად ვუტარებ გაკვეთილებს. თუმცა ამან ძალიან დიდი პრობლემები შემიქმნა.

ცენტრალური სკოლის პირველ-მეორე კლასებში ხუთი ბავშვი იყო და თან ეს ბავშვები უფრო აქტიურები, მონდომებულები და ყურადღებიანები იყვნენ. რაც შეეხება პერიფერიულ სკოლას, იქაური მოსწავლეები ძალიან მორიდებულები და პასიურები იყვნენ. რა არ გავაკეთე, მაგრამ მათ გააქტიურებას ვერაფერი მოვუხერხე. სხვათა შორის სოფლის ასეთ მოშორებულ ადგილებში ხალხიც სხვანაირი ცხოვრობს, უფრო ჩაკეტილი და დაკომპლექსებული. როცა მე და ტატო პერიფერიულ სკოლაში დავდიოდიდ, გზაზე, რაც უფრო მაღლა და მაღლა ავდიოდით და ვშორდებოდით სოფელს, ხალხს გამარჯობის თქმაც კი ერიდებოდა. ჩვენ ეს ძალიან გაგვიკვირდა. 

იმ ბავშვების შემოერთების შემდეგ ჯამში ცხრა მოსწავლიანი კლასი გამოვიდა. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა როგორც შესაძლებლობებით, ისე ხასიათით. თუ ცალ-ცალკე მათთან დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები არ მქონდა, ერთად ყველაზე ძნელად სამართავი კლასი გახდა. მოკლედ, აღარ ვიცოდი რა მექნა და ბოლოს ასეთი რამ მოვიფიქრე:


  • პირველ რიგში, თავიდან შევადგინეთ წესები, ისინი ლამაზად გავაფორმე და თვალსაჩინო ადგილას დავკიდე. ყველა მოსწავლე აქტიურად ჩავრთე წესების შექმნის პროცესში დ მათ როგორც ჩემს თანატოლებს ისე ავუხსენი, რატომ უნდა დაგვეცვა ისინი (მართალი გითხრათ, არ ველოდი თუ ეს მეთოდი გაჭრიდა, მაგრამ შევცდი);

  • რადგან არ მინდოდა სასჯელის დაწესება, კარგ ქცევას წახალისება და შექება დავუპირისპირე და ამდაგვარი ცხრილი შევქმენი. 

მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
3
5
10
12
17
2
4
9
11
16
1
3
8
10
15
1
3
8
10
15
ლერი




ლინდა




ნიკა




ლიკა

























ჰორიზონტალურად ჩამოვწერე ის რიცხვები, როცა ინგლისური უნდა ჩამეტარებინა მათ კლასში, ხოლო ვერტიკალურად თითოეული მოსწავლის სახელი. რიცხვისა და სახელის გადაკვეთაზე კი, თითიეული გაკვეთილის დროს, ვინც იცავდა წესებს, ასრულებდა ჩემს მითიებებსა და  საშინაო დავალებას, ვხატავდი ,,სმაილიკს“, ვინც არ ასრულებდა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, არ ვუხატავდი. სემესტრის ბოლოს, ვინც მეტ ,,სმაილიკს“ მიიღებდა, სიგელებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებდა.

თავიდან რამდენიმე მოუსვენარი ბავშვი ძალიან არასერიოზულად მოეკიდა ამ ცხრილს, თუმცა როგორც კი შენიშნეს, რომ სხვების გრაფებში ,,სმაილიკების“ რაოდენობა იზრდებოდა, მათთაც დაიწყეს ქცევის გამოსწორება და ახლა კლასში ძალიან ცოტა დრო მეხარჯებოდ დისციპლინური პრობლემების მოგვარებაზე.

მართალია ამ მეთოდს უფროს კლასელებთან ვერ გამოიყენებთ, თუმცა პატარებთან გაამართლებს ნამდვილად:)

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)