ჯერ ისევ აჭარაში ვიყავი.
ტესტი გავაკეთე დილით, სანამ სკოლაში წავიდოდი.
ზედ ორი ხაზი იყო :) ერთი ძალიან
მკვეთრი და წითელი, როგორც ყოველთვის, მეორე ძალიან ბაცი და ვარდისფერი.
მერე უცებ რეალობის შეგრძნება დავკარგე, რამდენიმე დღე გაუზრებლად დავდიოდი,
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.
მოულოდნელი იყო? ძალიან.
ადრე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ, როგორც კი ორსულად დავრჩებოდი, მაშინვე
შეიცვლებოდა ყველაფერი. მაგრამ, მართალი გითხრათ, იმ ორი ხაზის დანახვისას ერთთავად
ყველაფერი არც ჩემთვის შეიცვალა და არც ტატოსთვის. სიხარული, რა თქმა უნდა, ორივემ
გამოვხატეთ, მაგრამ, უეცრად ისეთი გაურკვევლობისა და გაუგებრობის გრძნობა დამეუფლა,
რომ გავბრაზდი ჩემს თავზე:)
მერე ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა, ჩემი დამოკიდებულებები, ინტერესები,
ყველაფერი ამ პატარა არსებას დაუკავშრდა, რომელიც ასე უეცრად ჩაისახა ჩემში და ამხელა
ბედნიერების განცდა მომიტანა. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე არ მაქვს გააზრებული, დედა
რომ უნდა გავხდე და, ალბათ, სანამ ხელში არ დავიჭერ ჩემს პატარას ვერც გავიაზრებ. თუმცა
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარულს და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვერ ვგრძნობ მის
მიმართ.
აჭარიდან, რომ წამოვედი პანიკამ მომიცვა: როგორ იქნება ყველაფერი, ვისთან
ან როდის უნდა მივიდე კონსულტაციაზე. სანამ გავიგებდი, რომ ფეხმძიმეთ ვიყავი, ცისტიტი
დამემართა და წამლების მიღება მომიწია. ეს ყველაფერი ექიმს, რომ ვუთხარი, შეეშინდა,
სასწრაფოდ მისვლა მთხოვა.
მერე მეც ძალიან შემეშინდა. ვიტირე. სანამ მეორე დღე გათენდებოდა და თბილისში
ჩავიდოდი ლამის გავგიჯდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი დედობრივი დამოკიდებულება ჩემი პატარა პუსკის
მიმართ:)
Comments
Post a Comment